„საკონსტიტუციო უმრავლესობა არ არის ბოროტება, კანონი ამას ითვალისწინებს. თუმცა პოტენციურად რისკს შეიცავს,რომ საკონსტიტუციო უმრავლესობა შეიძლება გადავიდეს ბოროტებაში ანუ ძალაუფლების უზურპაციაში. რაც უნდა კარგი ადამიანი იყო, ძალაუფლება ყველას რყვნის“. ის შესახებ პოლიტიკის ექსპერტმა გა ხიხაშვილმა „რუსთავი–2“–ზე, გადაცემა „შაბათის კურიერის“ ეთერშ ისაუბრა.
„ქართულ ოცნებას“ გამოუცდელი პოლიტიკური ელიტა ჰყავს და ასეთი ადამიანებისთვის განსაკუთრებით ხიბლია ძალაუფლება. ამიტომ ჩვენ გვჭირდება მუდმივი კონტროლი. ძალაუფლებასა და ლეგიტიმურობას შორის არის დიდი დისონანსი. მთელი ამომრჩევლის 48 %–ით აბსოლიტური ძალაუფლება მოიპოვა „ქართულმა ოცნებამ“. თუმცა ასეთია კანონი და შესაბამისად დისკუსიებს აზრი არ აქვს.
როდესაც მიხეილ სააკაშვილს ჰქონდა საკონსტიტუციო უმრაველსობა ეს არ იყო ბოროტება. ბოროტება იყო როდესაც მან დაიწყო უზურპაცია, მედიის და სასამართლო სისტემის გაკონტროლება. როდესაც გადავიდა სხვა ინსტიტუტებში, სხვის ბოსტანში. სამოქალაქო საზოგადოება გადაიყვანა კომფორმისტულ მდგომარეობაში. „ქართული ოცნება“ ამ წერტილიდან შორს არის და იმედია არ გამოიყენებენს ამ იარაღს.
პრევენცია ასევე არის სასამართლო და პრეზიდენტის ინსტიტუტი, შეიძლება დიდი უფლებამოსილება არ აქვს, მაგრამ მყარად დგას ფეხზე. ჩვენ შევდივართ ბრძოლაში, თვითონ „ქართული ოცნება“ უნდა დავიცვათ ძალაუფლების უზურპაციისგან, რაც კონსტიტუციის ფარგლებს გარეთ გასვლის რისკებს იწვევს. პრობლემაა,რომ კოლექტიური მურუსიძე საკააშვილის საწოლიდან „ქართული ოცნების“ საწოლში გადაწვა. საკონსტიტუციო სასამართლოც იქნება ერთ–ერთი პირველი ტესტი, თუ თავაძე აირჩიეს, გაჩნდება სერიოზული ეჭვები,რომ ხელისუფლება ზედმეტად აფათურებს ხელს. შემდეგი ტესტი იქნება „რუსთავი 2“–ის საქმე“.
გია ხუხაშვილმა საპარლამენტო არჩევნების შედეგების შესახებ და ხმების გადანაწილების სავარაუდო მიზეზებზეც ისაუბრა.
„შედეგი არის კანონზომიერი და გამომდინარეობდა იმ კამპანიიდან,რაც ვიხილეთ. კამპანია ძირითადად იყო ნეგატიური და ის არ იყო „ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ მიმართული. „ქართულმა ოცნებამ“ გადაუწყვეტელ ამომრჩეველს მესამე არჩევანის უფლება წაართვა. მას ეუბნებოდა,რომ ამ სამყაროში არსებობს მხოლოდ ორი ძალა, მე და „ნაციონალური მოძრაობა. მე ვარ ნათელი ძალა, ისინი არიან ბოროტი ძალა და მესამე მხარეს არ გაიხედო იმიტომ,რომ ამ შემთხვევაში საშინელება მოხდება.
ფაქტობრივად შედგა „ნაციონალური მოძრაობის“ და „ქართული ოცნების“ სიმბიოზი. ეს იარაღი აღმოჩნდა ეფექტური თავისი შეთქმულებების თეორიებით, თავისი ჩანაწერებით. საბოლოოდ გადაუწყვეტელი ამომრჩეველი ან სახლში დარჩა, ან თუ წავიდა, ისევ და ისევ ამ ორ პარტიაზე გადანაწილდა. მესამე ძალა არის ეგზოტიკური ელემენტი. „პატრიოტთა ალიანსს“ ამომრჩევლის საკმაოდ სპეციფიური სეგმენტი ჰყავს. მათზე ნეგატიური კამპანია არ მოქმედებს. განსხვავებულია „თავისუფალი დემოკრატების“ ამომრჩეველი, მათ ჰყავთ საკმაოდ სენსიტიური, მოწყვლადი მხარდამჭერები, უფრო სიმშვიდეზე და სტაბილურობაზე ორიენტირებული. იმისთვის,რომ სიმშვიდე შეენარჩუნებინათ ან სახლში დარჩნენ ან გადაიხარნენ უფრო მეტად „ქართული ოცნების“ მხარეს.
ის,რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ შანსი არ ჰქონდა, კვლევებითაც ჩანდა . მათი ამოცანა გამარჯვება არც ყოფილა, მათი მიზანი იყო „ქართული ოცნების“ დამარცხება.ის,რომ სახალხო ლეგიტიმაციის თვალსაზრისით „ქართულმა ოცნებამ“ დაიკლო და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ პირიქით მოიმატა და ძალაუფლება საპირისპიროდ გადანაწილდა, არ იყო ამ ყველაფრის დამგეგმავისთვის დამაკმაყოფიელბელი. მას სულ სხვა სურათის მიღება სურდა. ამბობდნენ,რომ მაშინ მოვიგეთ ბრძოლა და ახლა უნდა მოვიგოთ ომი. სინამდვილეში ომი ვერ მოიგეს, ომმა მიიღო ის,რომ „ნაციონალური მოძრაობა“ გადარჩა და ემზადება 2020 წლისთვის.
მოყვარული დურგლები არიან,რომლებსაც უნდათ მაგიდა გააკეთონ და ტაბურეტი გამოსდით. დაახლოებით ასე დაემართა „ქართულ ოცნებას“. ამ მაგიდასთან მას „ნაციონალური მოძრაობის“ ადგილი კუთხეში ჰქონდა განსაზღვრული, ხმის უფლების გარეშე. სინამდვილეში მიიღო ტაბურეტი,რომელზეც თვითონ ზის და „ნაციონალური მორაობა“ გადაწყვეტილებას იღებს მოატეხოს ფეხი თუ დაელოდოს როდის მოირყევა, რომ ერთი ხელის კვრით წააქციოს. ამაზე იყო დისკუსია პირობითად სააკაშვილსა და ბოკერიას შორის. სააკაშვილი ამბობდა,რომ ფეხი ახლავე მოვახერხოთ, ბოკერია ამბობდა, რომ დაველოდოთ მოირყეს და 2020 წელს თითის წაკვრაც საკმარისი იქნებაო. პარტიის შიდა დისკუსიის შედეგად ამ რაციონალურმა ტაქტიკამ გაიმარჯვა. ეს ლოგიკური და სწორია,“–განაცხადა ხუხაშვილმა.
მანანა ღოღობერიძე