ანა ნაცვლიშვილი„ამ არჩევნებს ჰქონდა არა ერთი ხარვეზი. არასწორ ტკბობას და თვითდაჯერებას არ მიეცეს არც მმართველი პარტია და არც სხვა აქტორები, რომ ამ არჩევნებმა მაღალი ხარისხით ჩაიარა. შედეგიც ადასტურებს, რომ სისტემა არის არასამართლიანი“. ამის შესახებ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარემ, ანა ნაცვლიშვილმა „რუსთავი–2“–ზე, გადაცემა „შაბათის კურიერის“ ეთერში ისაუბრა.

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია  და საპარლამენტო ოპოზიცია მხარს უჭერდა და მოითხოვდა საარჩევნო სისტემის ცვლილებას. ვგულისხმობდით, რომ საკონსტიტუციო უმრაველსობით ხელისუფლებაში შეიძლება მოვიდეს ძალა,რომელსაც აქვს  25%–იანი მხარდაჭერა. ეს არის მნიშვნელოვანი და არა ის,რომ მაგალითად არჩევნები გაყალბდა.

მოქალაქეებს დიდწლად ჰქონდათ ნების თავისუფლად გამოხატვის შესაძლებლობა. მეორე საკითხია რატომ მიიღო ამომრჩეველმა ის გადაწყვეტილება, რაც მიიღო. დღეს აშკარად არის გამოკვეთილი კონტურები,რომ შესაძლოა ერთ პოლიტიკურ ძალას ჰქონდეს იმდენი მანდატი პარლამენტში,რომ შეუძლია კონსტიტუციაც შეცვალოს.  ნესბისმიერი ქვეყნისთვის,  მითუმეტეს ახალი დემოკრატიის ქვეყნისთვის, როგორიც არის საქართველო, ნებისმიერი პოლიტიკური ძალის ხელში შეუზღუდავი ძალაუფლება ქმნის საფრთხეებს. საკითხავია თუ  ეს რეალობა დადგა მერე ტურის შემდეგ, რა მექანიზმები აქვს საზოგადოებას და სახელმწიფოს იმისთვის,რომ ძალაუფლება არ გადაიზარდოს ტოტალურ კონტროლში და არ გამოიწვიოს ცუდი შედეგები, ისედაც მყიფე დემოკრატიული ინსტიტუტების კიდევ უფრო დასუსტება.

პოლიტიკურმა პარტიებმა, არასამთავრობო სექტორმა, მოქალაქეებმა უნდა გამოვიტანოთ მნიშვნელოვანი დასკვნები. საჭიროა კრიტიკული ანალიზი და მომზადებული შეხვედრა ამ რეალობასთან.   ხელისუფლება  უნდა იყოს გაკონტროლებული  მაქსიმალურად.პოლიტიკურ სპექტრსაც მართებს თვითკრიტიკული ანალიზი.ის, რაც ამ არჩევნებმა აჩვენა არასწორი სისტემის და ბევრი სისუსტის შედეგია.

გვახსოვს როგორ ირგებდა კონსტიტუციას „ნაციონალური მოძრაობა“ საკუთარ თავზე. თუ ასეთი რეალობა კიდევ განმეორდება, მაშინ მნიშვნელოვანი იქნება საზოგადოებამ აჩვენოს, რომ ის გაძლიერდა,  კიდევ უფრო გაიზრდება სამოქალაქო სექტორის და კრიტიკული მედიის როლი. საკონსტიტუციო უმრავლესობა უპირველეს ყოვლისა იმ პარტიისთვის არის ძალიან რთული,რომელმაც ის შეიძლება მოიპოვოს. მათ აღარ ექნებათ არგუმენტი თუ ვის შეიძლება დააბრალონ კანონპროექტის ხარვეზები,“–განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

მანანა ღოღობერიძე

(Visited 47 times, 1 visits today)

კომენტარები