მაღაზიის სახელწოდება ეროვნული მოტივით არის ნაკარნახევი, სვანურად სიტყვა MALAT მიყვარხარ-ს ნიშნავს.

Anouki, Dalood Group, AKA Nanitashvili, Tamuna Ingorokva – ეს იმ ქართველი დიზაინერების მცირე ჩამონათვალია,რომელთა პროდუქციაც ნიუ-იორკში ახლადგახსნილ ქართულ მაღაზიაში იყიდება.

მაღაზია MALAT-ის პრეზენტაცია თებერვალში გაიმართა და მიუხედავად მცირე დროისა, მის შესახებ უკვე ბევრი დაიწერა და ინტერესიც მუდმივად იზრდება: მოდის კვირეულში მონაწილეობა, თანამშომლობის სურვილი დიზაინერებისგან, შემოთავაზება ფილიალის გახსნასთან დაკავშირებით სხვა ქალაქში და გადაღებები ადგილობრივ ჟურნალში.

ნიუ-იორკში ქართული ბიზნესი ანი ფურცელაძემ, ანიკა და ნია ოძელაშვილებმა წამოიწყეს. ბროდვეიზე მაღაზიას ანი ფურცელაძე ხელმძღვანელობს, „თბილისი თაიმსს“ მაღაზიის შესახებ სიახლეებს ნია ოძელაშვილი აცნობს. ის ანიკასთან ერთად ბიზნესს საქართველოდან უძღვება.

14694909_1313800071984599_101835096_n

რატომ შეარჩიეთ ეს ლოკაცია, რა პროცესი უძღოდა თქვენი მაღაზიის შექმნას?

დიდი სურვილი გვქონდა ქართული პროდუქცია წარმოგვედგინა საქართველოს საზღვრებს გარე. იქიდან გამომდინარე, რომ  ჩვენი მაღაზიის ერთ-ერთი დამფუძნებელი ნიუ-იორკში ცხოვრობს სხვა ქალაქზე აღარც გვიფიქრია. ამ მიზეზმა განაპირობა სწორედ ნიუ-იორკი, ქალაქში ადგილის შერჩევისთვის ცოტა დრო გვქონდა, ბევრი ძებნის და კვლევის შემდეგ აღმოვაჩინეთ ჩვენთვის ყველაზე მისაღები და სასურველი სივრცე.

მაღაზიაში არსებულ პროდუქციაზე,რომ გვესაუბროთ, რომელი ქართველი დიზაინერების ტანსაცმელი იყიდება და რა სეგმენტზეა გათვლილი, მომხმარებლები ძირითადად, ქართველები არიან,თუ ადგილობრივები?

– ჩვენს მომხმარებლებს მაღაზიაში დახვდებათ შემდეგი დიზაინერების ტანსაცმელი:

LALO Cardigans, 711 Seveneleven, Salome, UGLY studio, Gvantsa Janashia, Tamuna Ingorokva, AKA Nanitashvili, Nino Babukhadia, Atelier Kikala, Eshvi, Lela Eloshvili, Natia Cuff, Natia Khutsishvili, Dalood Group, Vaska Tabatadze, Silhouette Jewelery, Tsago Kanchaveli, Gwen Salakaia , Anouki, George Keburia, George Pantsulaia, Lako Bukia, Ketione ( ქეთა თოფურია ), Tatuna Nikolaishvili.

ჩვენი მომხმარებელი, ძირითადად, ადგილობრივი მოსახლეობა და ნიუ იორკის ტურისტები არიან. ჩვენს მაღაზიაში წარმოდგენილლი სამოსი გათვლილია პრემიუმ კლასის მომხმარებელზე, პროდუქცია არ არის მასიური წარმოების.

14625488_1313800068651266_791012727_nფასები?

– ფასები მერყეობს 100$ დან ზემოთ.

მოდის კვირეულში მიიღეთ მონაწილეობა სექტემბრის თვეში, ამ დღის შესახებ , კოლექციასა და შეფასებებზე,რომ გვიამბოთ?

ჩვენება გაიმართა ერთ-ერთი საუკეთესო სასტუმროს “Roof top “-ის ბოლო სართულზე. მოგეხსენებათ, მოდის კვირეულის ფარგლებში მოდის სფეროს ბევრი წარმომადგენელი იმყოფებოდა ნიუ-იორკში. საკმაოდ კარგი გამოხმაურება მოჰყვა ჩვენს ჩვენებას, დაიგეგმა გადაღებები ადგილობრივი ჟურნალისთვის და რაც მთავარია, საკმაოდ ბევრმა ადამიანმა გაიგო Malat -ის და ქართველი დიზაინერების შესახებ.

როგორ ფიქრობთ,რამდენად კონკურენტუნარიანია თქვენი მაღაზია ისეთ მეგაპოლისში,როგორიც ნიუიორკია და როგორია თქვენი სამომავლო ხედვა ბიზნესის განვითარებაში?

– კონკურენცია საკმაოდ მაღალია, თუმცა ჩვენ გარკვეული პატარა ნიშა გვაქვს დაკავებული დიდ ბაზარზე.

ჩვენი მაღაზიის კონცეფციიდან გამომდინარე, რაც გულისხმობს მხოლოდ ხელნაკეთი ნამუშევრების რეალიზაციას, ყველაზე  მეტად ვცდილობთ აქცენტი გავაკეთოთ ხელნაკეთ, მოქსოვილ  და მოქარგულ ნამუშვრებზე, სადაც ყველაზე მეტად ჩანს ადამიანის უშუალო ჩართულობა ნივთის შექმნაში.

14741789_1313800665317873_566888164_nგაფართოებას ვგეგმავთ, სურვილი გვაქვს სხვა შტატებშიც წარმოვადგინოთ  MALAT  და ასევე მოლაპარაკება გვაქვს სხვა ქვეყნებთანაც, იქიდან გამომდინარე, რომ მოლაპარაკებები ჯერ არ დასრულებულა თავს შევიკავებთ ქვეყნის დასახელებისგან.

რა პრობლემების გადალახვა მოგიწიათ, რა სირთულეები შეგხვდათ საწყის ეტაპზე?

– ირგვლივ ნამდვილად არის კონკურენტული გარემო, სერვისის და  მომსახურების მაღალი სტანდარტები, ამიტომ აუცილებელი იყო ჩვენც გვესწავლა ეს ყველაფერი იმისათვის რომ ღირსეულად წარვმდგარიყავით ნიუ -იორკში.

თავისთავად ბარიერია უცხო ქვეყანა, მისი განსხვავებული ფინანსური და იურიდიული რეგულაციებით. თუმცა, დაუძლეველი არაფერია, ყველაფრის სწავლაა შესაძლებელი.

ცხადია, ძალიან გაგვიჭირდა პირველ ეტაპზე ლოკაციის შერჩევა, ბაზარიც სპეციფიკური და განსხვავებულია, თუმცა ვცდილობთ ყველაფერს მოვერგოთ და ფეხი ავუწყოთ მაღალ სტადნარტებსა და კონკურენტული ბაზრის პირობებიდან გამომდინარე მომხმარებლების მაღალ მოთხოვნებს.

ნათია კეკენაძე

ნათია

 

(Visited 116 times, 1 visits today)

კომენტარები

პასუხის გაცემა

ან

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

*