unnamedსასტუმრო „სიმპათიაში“ რეგიონალური სემინარი „რადიოაქტიური ნარჩენების მართვის სტრატეგიული გეგმებისშემუშავება“ – ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოსა და გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვისსამინისტროს ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს მხარდაჭერით გაიმართა.

შეხვედრის მონაწილეებს ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს უფროსმა ვასილ გედევანიშვილმა დაატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს წარმომადგენელმა მიხეილ ოჟოვანმა მიმართეს.

სემინარზე რადიოაქტიური ნარჩენების მართვის სტრატეგიის მნიშვნელობა განიხილეს, საქართველომ უკვე შეიმუშავასტრატეგია, რომლის საბოლოო ვერსიის ჩამოყალიბება მიმდინარეობს, რის შემდგომ ოფიციალურად დამტკიცდებასაქართველოს მთავრობის მიერ.

შეხვედრაზე ასევე ატომური ენერგიის საერთშორისო სააგენტოს მხარდაჭერაზე ისაუბრეს, რომელიც ძალიანმნიშვნელოვანია რადიოაქტიურ ნარჩენებთან უსაფრთხო მოპყრობის უზრუნველყოფის საქმეში.

შეხვედრას ქართველ სპეციალისტებთან ერთად ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ექსპერტები ზორან დრაცედა ერიკ ჰოუველი და ევროპის რეგიონის 13 ქვეყნის ექსპერტები ესწრებოდნენ.

(Visited 98 times, 1 visits today)

კომენტარები