,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი““ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” დავალიანების მქონე აბონენტებს 2015 წლის 1 იანვრამდე მოხმარებული წყლის საფასურის 50%-ის გადახდის შემთხვევაში, აღნიშნული პერიოდის დავალიანების მეორე ნახევარი ავტომატურად ჩამოჭრებათ.

“ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის” ინფორმაციით, აქცია მე-5 დღეა აქტიურად მიმდინარეობს და 30 ნოემბრამდე გაგრძელდება. აბონენტები მარტივად,  ოფისში მისვლის გარეშე,  ერთვებიან აქციაში და  სარგებლობენ ხელსაყრელი პირობებით.

დავალიანების 50%-ის დასაფარად, აბონენტი რეკავს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“  ცხელ ხაზზე – 2 93 11 11, ან სარგებლობს კომპანიის ფეისბუქით და ვებგვერდზე არსებული ონლაინ ჩათით.  ოპერატორი მომხმარებელს  აბონენტის ნომრის მიხედვით ეხმარება დავალიანების ოდენობის დაზუსტებაში და დავალიანების ჩამოწერაში.

სურვილის შემთხვევაში მომხმარებლები მიმართავენ კომპანიის სერვისცენტრებს შემდეგ მისამართებზე: საბურთალოს რაიონში  – ყაზბეგის გამზ. 19ბ, გლდანის რაიონში –  ვეკუას ქ. 2 და ისნის რაიონში შუამთის ქ.10.

მომხმარებლები აქციის  პირობებით კმაყოფილები არიან და აღნიშნავენ, რომ მათ აქვთ საუკეთესო შესაძლებლობა დავალიანების სრულად დასაფარად.

კომპანიაში ვარაუდობენ, რომ წამახალისებელი აქციის შედეგად, აბონენტებზე დარიცხული დავალიანება მკვეთრად შემცირდება.

(Visited 19 times, 1 visits today)

კომენტარები