გიორგი ბარამიძენაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი გია ბარამიძე აცხადებს, რომ პარლამენტში “ნაციონალური მოძრაობის”, “ფორუმის”, “რესპუბლიკელებისა” და “თავისუფალი დემოკრატების” ახალი გაერთიანების შექმნის შესაძლებლობა არსებობდა, თუმცა ოფიციალურ მოლაპარაკებამდე საქმე არ მისულა.

მისი თქმით, კულუარებში სხვადასხვა დეპუტატებს შორის ამ თემაზე საუბრები მიმდინარეობდა.

“საუბარი იმაზე იყო, რომ როდესაც ირაკლი ალასანიას პარტია გამოვიდა უმრავლესობიდან, საშუალება ნამდვილად იყო, გვემსჯელა, რათა შექმნილიყო ახალი კონფიგურაცია პარლამენტში. ამის თაობაზე საუბრები მაშინაც იყო, მათ შორის  – პრესითაც, რათა ივანიშვილი ჩამოშორებულიყო ხელისუფლებას და პარლამენტში ვითარების შეცვლის შესაძლებლობა ყოფილიყო. ამის თაობაზე მსჯელობაც იყო, მაგრამ საბოლოოდ თანხმობამდე ვერ მივედით. ეს უკვე ვისი ბრალი იყო, როგორ იყო, სხვა თემაა, მაგრამ ერთ-ერთი ყოველ შემთხვევაში ამ მიმართულებით ვინც არ დათანხმდა, იყვნენ „რესპუბლიკელები”, – განაცხადა ბარამიძემ.

ამასთან, მისივე თქმით, აღნიშნულთან დაკავშირებით, ოფიციალური კონსულტაციები არ მიმდინარეობდა.

„კულუარებში იყო საუბრები სხვადასხვა დეპუტატებს შორის. ეს ფაქტია, მაგრამ ოფიციალური კონსულტაციები არ გახსნილა, რადგან არ იყო საკმარისი მზაობა ამასთან დაკავშირებით. რომ ყოფილიყო პოლიტიკური ნება, ამის შესაძლებლობა იყო. სამწუხაროდ ეს შანსი იყო გაშვებული ხელიდან”, – განაცხადა ბარამიძემ.

გიორგი ბარამიძის დღევანდელ განცხადებამდე, მისი კომენტრი გაავრცელა სააგენტო “აიპრესმა”, სადაც ბარამიძე ამბობს, რომ ალასანიას გუნდი, „ეროვნული ფორუმი“ მზად იყვნენ, „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ეთანამშრომლათ და მათ ერთად პარლამენტში უმრავლესობა შეექმნათ. ბარამიძის განცხადებით, ეს მაშინ ხდებოდა,  როდესაც „თავისუფალმა დემოკრატებმა“ უმრავლესობა დატოვეს, თუმცა გერთიანებაზე უარი თქვეს „რესპუბლიკელებმა“.

ამასთან, ამ კომენტარს ბარამიძემ “არასწორი ინტერპრეტაცია” უწოდა.

 

(Visited 34 times, 1 visits today)

კომენტარები

პასუხის გაცემა

ან

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

*