14080912_10209852473085479_1588076743_n,,თავისუფალი დემოკრატების ლიდერი თამარ კეკენაძე პარტიდან წასული და შესაძლო ახალი ლიდერების შესახებ, ასევე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე მოსალოდნელ შედეგებზე საუბრობს

,,პარტია არ არის მხოლოდ ხუთი ადამიანი, პარტია არის ერთიანი განახლებადი ორგანიზმი. ამავდროულად ვაპირებთ კარი გავხსნათ ფართოდ და მივიღოთ ყველა ის ადამიანი, რომელსაც აქვს სურვილი და იზიარებს ჩვენს ღირებულებებს“, – ,,თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერი თამარ კეკენაძე პარტიის იმ წევრების წასვლაზე საუბრობს, რომლებიც დამფუძნებლები და მნიშვენელოვანი ლიდერები იყვნენ, თუმცა განმარტავს რომ არსებობს რესურსი პარტიაში იმისათვის, რომ ამომრჩევლის გული ,,თავისუფალმა დემოკრატებმა“ კვლავ მოიგონ. ამავდოულად არ გამორიცხავს გუნდში ახალი ლიდერების გაჩენას – ,,ძალიან მტკივნეულია პარტიიდან იმ წევრების წასვლა, რომლებიც იყვნენ დამფუძნებლები და აქამდე მოიყვანეს პარტია, თუმცა პარტია არ არის მხოლოდ ხუთი ადამიანი, პარტია არის ერთიანი განახლებადი ორგანიზმი, ჩვენ ვაპირებთ, რომ მაქსიმალურად გამოვიყენოთ ის არსებული ინტელექტუალური რესურსი რაც არის პარტიაში, მათ შორის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები, ადამიანები, რომლებიც ბოლო პერიოდში შემოგვიერთდნენ. ისინი დგანან პარტიის გვერდით და უკვე გაფართოებული პოლიტსაბჭოს ფორმატში მიიღებენ მონაწილეობას პარტიის განახლებაში. ამავდროულად ვაპირებთ კარი გავხსნათ ფართოდ და მივიღოთ ყველა ის ადამიანი, რომელსაც აქვს სურვილი და იზიარებს ჩვენს ღირებულებებს“, – განაცხადა თამარ კეკენაძემ.

,,თავისუფალი დემოკრატების თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი იმ რეალურ შესაძლებლობებს განმარტავს, რამაც პარტია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე კონკრეტულ შედეგებამდე უნდა მიიყვანოს – ,,ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის ჩვენ გვაქვს ერთი წელი მომზადებისთვის, ამიტომ ვიგეგმებით სტრატეგიულად ისე, რომ რეორგანიზაციისა და განახლების შემდეგ დაგვრჩეს დრო განახლებული ძალებით მოვემზადოთ არჩევნებისთვის. გამომდინარე იქიდან რომ ჩვენ ვრჩებით კვალიფიციურ სუბიექტად არსებობს ის რესურსი, რომელიც დაგვეხმარება ამ პროცესში“, – განაცხადა თამარ კეკენაძემ.

(Visited 55 times, 1 visits today)

კომენტარები

პასუხის გაცემა

ან

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

*