17 ოქტომბერს ბათუმის პორტში საფრანგეთის ეროვნული სამხედრო ფლოტის სამხედროხომალდი “პრემიე მეტრ ლ’ერი” შემოვიდა.
ფრანგული სამხედრო გემის ვიზიტი საქართველოსტერიტორიულ წყლებში ფრანგულ – ქართული თანამშროლობის ფარგლებში განხორციელდა დანატო-ს წევრი ქვეყნების მიერ საქართველოსა და რეგიონისადმი ინტერესსა და მხარდაჭერასისახავს მიზნად. გემის ბათუმის პორტში შემოსვლასთან დაკავშირებით გამართულ მიღებასსაგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრები დაესწრნენ.
საგარეო უწყების ხელმძღვანელისგანცხადებით ეს ღონისძიება კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს საქართველოსა და საფრანგეთს შორისორმხივი თანამშრომლობის ფართო სპექტრს.
„სამხედრო სფეროში ჩვენი თანამშრომლობა ძალიანმ ნიშვნელოვანია პირველ რიგში იმიტომ, რომ საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის გზაზე ბევრად წარმატებული ნაბიჯები იდგმება საფრანგეთის მთავრობის ხელშეწყობით. საფრანგეთი არის საქართველოს მხარდამჭერი ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე, ეს მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის იმპლემენტაციისკუთხით, როგორც საზღვაო უსაფრთხოების ასევე საჰაერო უსაფთხოების ნაწილში“ – განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.
აღსანიშნავია, რომ ფრანგული სამხედრო ხომალდის საქართველოშიშემოსვლის შესახებ სექტემბერში, საქართველოში ვიზიტით მყოფმა საგრანგეთის თავდაცვისმინისტრმა ჟან-ივ ლე დრიანმა ქართველ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. ღონისძიებისფარგლებში საფრანგეთის ელჩმა პასკალ მენიემ ქართულ მხარეს საჩხერის სამთო მომზადებისსკოლისთვის სამთო აღჭურვილობა გადასცა. ფრანგული სამხედრო ხომალდს მრავალმხრივიფუნქცია აქვს და ისეთ ოპერაციებშია ჩართული როგორიცაა სტრატეგიული დანუშნულებისწყალქვეშა ძალების მხარდაჭერა, საზღვაო მონაკვეთების მონიტორინგი, ზღვისიქითატერიტორიების საზღვაო მონიტორინგი, სამაშველო ოპერაციები და საზღვაო პოლიცია.ფრანგული სამხედრო ხომალდი ბათუმის პორტს 20 ოქტომბერს დატოვებს