გიგი წერეთელი„საზოგადოებაში არის განწყობა,რომ „ქართულ ოცნებას“ შესაძლოა ჰქონდეს განუსაზღვრელი ძალაუფლება და ამან გამოიწვიოს ბევრი არასასურველი შედეგი. მათთვის ერთ–ერთი პირველი საკითხი არის პარლამენტის ქუთაისიდან თბილისში გადმოტანა. მნიშვნელოვანია ამომრჩეველმა გაიგოს რას მოუტანს  კონკრეტულად ქუთაისს  საკონსტიტუციო უმრავლესობა“. ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა გიგი წერეთელმა „ტვ–პირველზე“, გადაცემა „ინგა გრიგოლიას დღის ამბების“ ეთერში ისაუბრა.

„ამ კონკრეტულ საკითხებს მიღმა არსებობს ბევრი საფრთხე, რამაც ქვეყანა შესაძლოა მძიმე ვითარებამდე მიიყვანოს, მათ შორის არის საგარეო პოლიტიკური საკითხები. საკონსტიტუციო უმრავლესობა ამ ხელისუფლების ხელში, რომელსაც უკვე აქვს დიდი ფინანსური რესურსი, არ არის სასურველი. ეს არც არის ჩვენი საზოგადოების რეალური განწყობა. ამ საფრთხეს მარტო მე არ ვხედავ, ამას ხედავს საზოგადოებაც. მითუმეტეს არაფორმალური მმართველობის პირობებში ეს სახიფათოა და საზოგადოებაში ადეკვატური განცდაა.სამწუხაროდ ბევრი  ადამიანი ფარისევლურად  დემოკრატიის საბურველშია გახვეული. ოპოზიიის განადგურების მცდელობა არ არის დემოკრატიული სტანდარტი.

როდესაც ისტორიის კონკრეტულ მონაკვეთზე ვსაუბრობთ , მნიშვნელოვანია იმ პერიოდის გამოწვევების გახსენება. იმ პერიოდშ ქვეყანა ჩაფლული იყო კრიმინალში და კორუფციაში. მაშინ ცენტრალიზაცია და მაღალი ლეგიტიმაცია სჭირდებოდა ხელისუფლებას.თუ ჩვენს დროს რაღაცა არ იყო სწორი, ნუ გაიმეორებს სხვა ხელისუფლება ჩვენ შეგნებულად შევკვეცეთ პრეზიდენტის უფლებამოსილება, ეს იყო იმ პერიოდისთვის სწორი გადაწყვეტილება. თუმცა დღეს საქართველოს  პრეზიდენტის მიმართ  გამოცხადებულია სამკვდრო სასიცოცხლო ბრძოლა. ესეც შურისძიების გამოხატულებაა, რომ თუ საკონსტიტუციო უმრავლესობა გვექნება, შევცვლით პრეზიდენტის უფლებამოსილებას. არ შეიძლება ქვეყანამ გააგრძელოს ცხოვრება შურისძიების რეჟიმში.

საზოგადოება,რომლებმაც მოუწოდეს მოსახლეობას არ მისცენ ხმა საკონსტიტუციო უმრაველსობის სასარგებლოდ,  არ არიან ჩვენი აქტივისტები.  ისინი იბრძვიან იმისათვის,რომ ქვეყანაში არ გართულდეს ვითარება, არ იყოს უზურპაცია. მათთვის დიდი შემაკავებელი ეფექტი არც საერთაშორისო აზრს აქვს,“–განაცხადა გიგი წერეთელმა.

მანანა ღოღობერიძე

(Visited 68 times, 1 visits today)

კომენტარები

პასუხის გაცემა

ან

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

*