„გაკვირვებული ვარ,რომ საზოგადოება ფიქრობს მხარი „სალომე ზურაბისვილინაციონალურ მოძრაობას“ დაუჭიროს.  მეღიმება,რომ გახდა თემა ის საკონსტიტუციო უმრავლესობა, რომლითაც ვიცხოვრეთ ცხრა წელი. მათ თუ არ ვცდები 29–ჯერ შეცვალეს კონსტიტუცია და დღეს არიან აღშფოთებულები“. ამის შესახებ მთწმინდაზე მაჟორიტარი დეპუტატობის დმაოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა „ტვ–პირველზე“, გადაცემა „ინგა გრიგოლიას დღის ამბების“ ეთერში“ ისაუბრა.

„არ ვფიქრობ,რომ მათ გააჩნიათ მონოპოლია პრო–ევროპულობის, ევროატლანტიკურობის. ეს საქმეში გამოჩნდება ვინ რას აკეთებს. ვინ აბარებს რუსეთს სტრატეგიულ ობიექტებს და ვინ ვის რა მიყიდა. არამგონია ვინმე შემეჯობროს დემოკრატიულ ღირებულებებში. პრო–ევროპულობა ეს არის. ჩემმა ამომრჩეველმა კარგად იცის პარლამენტში რის გასაკეთებლად მოვდივარ, ჩემი ოპონენტისგან განსხვავებით. ის მთაწმინდაზე იყო დაბადებული,გაზრდილი, მაგრამ ვერ გაიმარჯვა. მე ვარ ევროპულად გაზრდილი და ერთი რამ ვიცი,რომ ამომრჩეველი რასაც წყვეტს, ეს მათი ნებაა. თუ ამომრჩევლის ნება არის კონსტიტუციური უმრავლესობა, პატივი უნდა ვცეთ. „ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს დაიტოვოს ბლოკაჟის საშუალება, ამიტომ მიდის ამ თამაშზე.

ჩემი შესვლა არ სჭირდება „ქართულ ოცნებას“, რომ ჰქონდეს საკონსტიტუციო უმრავლესობა. შეიძლება ჩემი ხმა შევუერთო უმრავლესობას კონკრეტული თემების მიხედვით. ნებისმიერი კენჭისყრა იქნება ახსნილი ჩემს ამომრჩეველთან. წინასწარ შეუძლებელია ამის თქმა თუ რომელ კანონპროექტს დავუჭერ მხარს. მნიშვნელოვანია კანონპროექტის ის ტექსტი,რომელიც იქნება გატანილი პარლამენტში და გადაწყვეტილებასაც მაშინ მივიღებ.

მე საერთოდ არ ვარ საპარლამენტო წყობის მომხრე, ვიცი რომ სრული საპარლამენტო სისტემა არის რთული ჩვენნაირი ქვეყნებისთვის. პრეზიდენტის დღევანდელი შემცირებული უფლებამოსილება იმ ცვლილებების ბრალია, რომელიც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ისე მიიღო,რომ არავის არაფერი შეეკითხა,“–განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მანანა ღოღობერიძე

(Visited 80 times, 1 visits today)

კომენტარები