xxxxx

მობილურმა ტელეფონებმა და ინტერნეტმა შეყვარებულები უამრავი სირთულისგან იხსნა. გოგონამ დაიგვიანა, ბიჭმა კი იფიქრა, არ მოდისო და სულ რაღაც ერთი წუთის წინ წავიდა. გარეცხე პერანგი, სადაც სიმპათიური გოგონას მისამართი გედო ჯიბეში და… დაკარგე სამუდამოდ. ეს უკვე წარსულის ისტორიებია.

მაგრამ თუ თანამედროვე ტექნოლოგიებს არასწორად გამოიყენებ, ისეთი პრობლემები გაგიჩნდება, ჩვენს დედებსა და ბებიებს რომ არც დასიზმრებიათ.

ნუ მისწერ ხშირად

რამდენიმე წლის წინ ახალგაზრდა ამერიკელი მამაკაცები გამოჰკითხეს. დადგინდა, რომ მათ დღეში 5-ზე მეტი შეტყობინების მიღება არ სურთ შეყვარებულისგან. გაითვალისწინეთ, ტონობით შეტყობინება არცერთ კონტინენტზე არ უყვართ.

ზარები და შეტყობინებები არაფხიზელ მდგომარეობაში

მე-20 საუკუნის გოგონას ზედმეტი ჭიქა შამპანური რომ დაელია დაქალებთან ერთად, მას კალმისა და ფურცლის მოძიება დასჭირდებოდა, აცაბაცა კალიგრაფიით რომ დაეწერა: “პატივცემულო პარმენ! გაცნობებთ, რომ თქვენ ნაძირალა ხართ. კომსომოლური მოკითხვით, ჟუჟუნა”. კონვერტზე მისამართი უნდა მიეწერა და საფოსტო განყოფილებამდე მისულიყო, ყოფილი შეყვარებულისთვის რომ გამოეთქვა, რასაც მასზე ფიქრობს. მაგრამ გზად დაფიქრების შანსი ეძლეოდა. თანაც, ფოსტა დაკეტილია, სახლში კი კონვერტი და საფოსტო მარკა დამთავრდა.
დაუფიქრებელი ზარისთვის ან შეტყობინებისთვის კი ერთი ხელის გაკვრაც საკმარისია.

გულახდილი ფოტოები სოციალურ ქსელში

თქვენს “ფეისბუქგვერდს” ჯერ კიდევ არ ამშვენებს ფოტო ბიკინიში? მადლობა ღმერთს, ვინმეს მაინც არ ჰქონია. რა თქმა უნდა, ნებისმიერ ბიჭს ეამაყება, თუ შეყვარებული იდეალურად გამოიყურება, მაგრამ ბევრს არ ახარებს ფაქტი, რომ ამ სილამაზით ტკბობა ათასობით მამაკაცს შეუძლია.

ტელეფონი ტამაგოჩი არაა, უთქვენოდ გაძლებს

სააბაზანოში ტელეფონი მიგაქვთ? დიახ, გვჯერა, რომ ვერ ითმენთ და გაინტერესებთ, რამდენმა ადამიანმა მოიწონა თქვენი ფოტო. თქვენმა მეორე ნახევარმა კი შეიძლება იფიქროს, რომ სხვასთან გაქვთ ჩუმად მიმოწერა.

სტატუსი ურთიერთობებზე, სადაც ყველაფერი რთულადაა

ზოგისთვის მსგავსი სტატუსის გამოჭენება არაფერს ნიშნავს, ზოგი კი პრინციპულად მიიჩნევს, რომ სხვების ჩარევა პირად ცხოვრებაში ზედმეტია. არსებობს კატეგორია, რომლისთვისაც ეს სკანდალის მიზეზია: “მე არ ვარ შენს სტატუსში? შენ მე არ გიყვარვარ!”.
თქვენ ფიქრობთ: რატომ ბრაზობს ჩემზე უკვე მესამე დღეა? თურმე იტანჯება იმის გამო, რომ მთელ მსოფლიოს არ ამცნეთ, რომ გიყვართ.

წყარო: marao.ge

(Visited 174 times, 1 visits today)

კომენტარები

პასუხის გაცემა

ან

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

*