tyemaladze“მრეწველების” ლიდერი ზურაბ ტყემალაძე აქტიური პოლიტიკიდან მიდის. როგორც ტყემალაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, შესაბამის გადაწყვეტილებას უახლოეს მომავალში, პარტიის ყრილობისთვის მიიღებს, რომელიც მომავალი წლის დასაწყისში გაიმართება.

“ცხოვრებიდან და პოლიტიკიდან მთლიანად გაქრობას არ ვაპირებ, მაგრამ აქტიური პოლიტიკის გადაბარება მოხდება ახალგაზრდებზე. მე ვფიქრობ, თავმჯდომარის პოსტიდან გადადგომაზეც. ”მრეწველები” არ გაქრებიან, ”მრეწველები” იქნებიან. ვიმედოვნებ, რომ ახალგაზრდები წამყვან პოზიციებს დაიკავებენ “, – განაცხადა ტყემალაძემ.

(Visited 38 times, 1 visits today)

კომენტარები

პასუხის გაცემა

ან

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

*