ცესკომეორე ტური და განმეორებითი არჩევნები ექვსი მილიონი ლარი დაჯდება. ამის შესახებ ცესკო-ს დღევანდელ სხდომაზე იმსჯელეს.

ცესკო-მ მიიღო სამართლებრივი აქტი, რომლითაც განისაზღვრა სავარაუდო ბიუჯეტი, რაც საჭირო იქნება მეორე ტურების ჩატარებისათვის, ასევე განმეორებითი კენჭისყრის ჩატარებისათვის და განისაზღვრა დაახლოებით 6 მილიონი ლარით.

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დღესვე დანიშნა არჩევნების მეორე ტური. სხდომაზე აღინიშნა, რომ მეორე ტური გაიმართება 30 ოქტომბერს და გაიმართება 48 საარჩევნო ოლქში. რაც შეეხება #36-ე (მარნეულის) და #66-ე (ზუგდიდის) მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებს იქ 22 ოქტომბერს გაიმართება განმეორებითი კენჭისყრა და განმეორებითი კენჭისყრის შედეგების მიხედვით გადაწყდება მეორე ტურის შედეგები.

ამასთან, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ასევე დანიშნა ახალციხის მერის არჩევნების მეორე ტური და ასევე თვითმმართველი თემის ბოლნისისა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტების გამგებლების მეორე ტურები, რომლებიც ასევე გაიმართება 30 ოქტომბერს.

(Visited 44 times, 1 visits today)

კომენტარები

პასუხის გაცემა

ან

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

*