abashishvili„პრემიერის დღევანდელმა ინიციატივამ პოლიტიკოსების მოუმზადებელ განცხადებებს და მანიპულირებებს დაუსვა წერტილი. არ ღირს იმაზე მკითხაობა, იგულიხმა თუ არა პრეზიდენტის ჩართულობა. თუმცა ფართო კონსესუსის მისაღებად  პრეზიდენტი უნდა მოვიაზროთ. მიგვაჩნია,რომ ამ განცხადების სულისკვეთება მნიშვნელოვანწილად დაუსვამს წერტილს სპეკულაციებს და მოხსნის კითხვის ნიშნებს“. ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი აბაშიშვილმა, „მაესტროს“ ეთერში, გადაცემა „ღამის კონტაქტში“ ისაუბრა.

„საქართველოს პრეზიდენტი მიესალმა პრემიერის ინიციატივას, რომ შეიქმნას სპეციალური ჯგუფი საკონსტიტუცო ცვლილებებთან დაკავშირებით. აქ არის საუბარი ფართო კონსესუსით უზრუნველყოფილი გადაწყვეტილებების მისაღებად, სპეციალური   ჯგუფის შექმნაზე. ამ ჯგუფის პოლიტიკური წონა  იქნება გაცილებით მაღალი, ვიდრე ნებისმიერი ტიპის უმრავლესობა. ამ ჯგუფის გადაწყვეტილებები უნდა იყოს გაცილებით მეტი, ვიდრე 113 დეპუტატის ხმა.

ეს შესანიშნავი იდეა იმუშავებს  ეფექტიანად, მაღალი ლეგიტიმაციით, სანდოდ და  ფართო კონსესუსით  მხოლოდ მაშინ, თუ არ გაჩნდება კითხვები პოლიტიკური კონიუნქტურით ნაკარნახევი გადაწყვეტილებების შესახებ. სწორედ ამიტომ იყო ეს ინიციატივა, რომ პრეზიდენტს შეექმნა ჯგუფი საქართველოს პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრის, პარლამენტის თავმჯდომარის და ვენეციის კომისიის მაღალი ჩართულობით. საქართველოს პრეზიდენტი არ არის არც ერთი პოლიტიკური პარტიის წევრი, ამიტომ აქ გამორიცხულია ყველანაირი სპეკულაციები.

გვაქვს ნეგატიური მაგალითი საკონსტიტუციო კომისიის მუშაობის, რომელც აქამდე არსებობდა. გასულ პერიოდში ამ კომისის საქმიანობის პროდუქტი არის არაფერი. ეფექტიან ფუნქციონირებას უზრუნველყფს ის ჩართულობა, ის იდეა, რომელიც პრეზიდენტმა წარმოადგინა. ეს იქნება რთული, მაგამ საინტერესო სამუშაო პროექტი. ყველამ გვერდით უნდა გადადოს ვიწრო პარტიული ინტერესები. თუ ვინმეს ჰქონდა ამბიცია, რომ ამ იდეის გაჟღერებას ერთმნიშვნელოვნად ყველა ოპტიმისტურად შეხვდებოდა,არასწორია. ყველა პოლიტიკურ პარტიასთან არის სამუსაო მათ დასარწმუნებლად. ეს არის სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე. მთავრობის ადმინისტრაციიდან ჯერ-ჯერობით გამოხმაურება არ გვქონია. თუმცა კომუნიკაციის პრობლემა არ არის, და სწრაფად გადაიდგმება შემდეგი ნაბიჯები,“-განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.

მანანა ღოღობერიძე

(Visited 27 times, 1 visits today)

კომენტარები