ჯანელიძექ.კრაკოვში ევროპის კონსერვატორებისა და რეფორმატორების ჯგუფის (ECR)  მიერ ორგანიზებულიკონფერენციის ფარგლებში საგარეო საქმეთა მინისტრმა ორმხრივი შეხვედრა გამართა ECR-ისჯგუფში პოლონეთის დელეგაციის ხელმძღვანელთან ევროპარლამენტარ რიჩარდ ლეგუჩკოსთან.

შეხვედრაზე მხარეებმა აღნიშნეს პოლონეთისა და საქართველოს ისტორიული მეგობრობა.ევროპარლამენტარის განცხადებით მისი პოლიტიკური ჯგუფი საქართველოს აქტიურიმხარდამჭერია და კმაყოფილებით აკვირდება საქართველოს განვითარებას.

რიჩარდ ლეგუჩკომ ასევე დადებითად შეაფასა საქართველოში 8 ოქტომბერს ჩატარებულისაპარლამენტო არჩევნები და აღნიშნა, რომ ეს იყო მორიგი წინ გადადგმული ნაბიჯი ქვეყნისსტაბილურობისა და დემოკრატიისკენ.

ECR-ის პოლიტიკური ჯგუფის პოლონეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა მადლობა გადაუხადასაქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს   ECR-ის კონფერენციაში მონაწილეობისათვის და ხაზიგაუსვა საქართველოს მნიშვნელოვან როლს ევროპის უსაფრთხოებაში.

მისი განცხადებით შესამჩნევია ქვეყნის ეკონომიკური განვითარება და შთამბეჭდავია, რომსაქართველომ მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავა ეკონომიკურად თავისუფალი ქვეყნებისხუთეულში.

საგარეო საქმეთა მინისტრმა მადლობა გადაუხადა ევროპარლამენტარს საქართველოსმხარადჭერისთვის და  თბილისში ვიზიტით მოიწვია.

მიხეილ ჯანელიძემ ქ.კრაკოვში საპატიო სტუმრის სტატუსით მონაწილეობა მიიღო ევროპისკონსერვატორთა და რეფორმატორთა ჯგუფის კონფერენციაში, რომელიც 2016 წლის 18-19ოქტომბერს გაიმართა.

(Visited 30 times, 1 visits today)

კომენტარები

პასუხის გაცემა

ან

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

*