საპარტნიორო ფონდისაპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძე ჩინეთის განვითარების ბანკის წარმომადგენლობას შეხვდა. შეხვედრას ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე ნათია თურნავა, საინვესტიციო დეპარტამენტის ხელმძღვანელი გიორგი ჩერქეზიშვილი და ფინანსური დეპარტამენტის დირექტორი გიორგი ციმაკურიძე ესწრებოდნენ.

საპარტნიორო ფონდის მენეჯმენტს ჩინეთის განვითარების ბანკის წარმომადგენლებმა საინვესტიციო წინადადებები წარმოუდგინეს და მათთვის საინტერესო პროექტებში კაპიტალდაბანდების სურვილი გამოთქვეს.

ჩინეთის განვითარების ბანკი საქართველოს საინვესტიციო პოტენციალს პერსპექტიულ შესაძლებლობად განიხილავს. ჩინეთის უმსხვილესი საფინანსო ორგანიზაცია თბილისში საკუთარ წარმომადგენლობას ხსნის. ოფიციალურ ცერემონიას საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელი საპატიო სტუმრის სტატუსით დაესწრება.

ჩინეთის განვითარების ბანკის წარმომადგენლებმა დავით საგანელიძე პეკინის ოფისში მიიწვიეს.

(Visited 105 times, 1 visits today)

კომენტარები

პასუხის გაცემა

ან

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

*