„ერთ–ერთი მთავარი საკითხი არის პარლამენტის გადმოტანა თბილისში. რეალობა არის ის, რომ იმ შემთხვევაში თუ „ქართულ ოცნებას“ ექნება საკონსტიტუციო უმრავლესობა, ქუთაისს პარლამენტის ნაცვლად შეაჩეჩებენ ნარჩემაშვილს“. ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ–ერთმა ლიდერმა სერგო რატიანმა „მაესტროს“ ეთერში, გადაცემა „ღამის კონტაქტში“ ისაუბრა.
„ის თამაშები, რომელსაც დღეს „ქართული ოცნება“ თანაშობს, დაკავშირებულია ქუთაისთან. რეალურად სერიოზული პრობლემა უკავშირდება საკონსტიტუციო უმრავლესობის შესაძლებლობას. ამას ივანიშვილი ცდილობდა ოთხი წლის განმავლობაში, ეს მისი ერთ–ერთი სურვილია. მას შემდეგ, რაც ნარჩემაშვლმა დაინახა, რომ აგებს არჩევნებს, უნდოდა კიდევ ერთხელ ტყული ეთქვა და შეცდომაში შეეყვანა ამომრჩეველი, თითქოს არ დაუჭერდა მხარს პარლამენტის თბილისში გადმოტანას, ეს იყო ფანდი.
დღევანდელ სახელისუფლებო გუნდს,რომელმაც ძალადობით და გაყალბებით მოიპოვა 47 % პროპორციულ არჩევნებში, სურს კვლავ მოიპოვოს არათანაბარი ძალაუფლება. 47 % არ ნიშნავს,რომ 80 პროცენტაინი კონტროლი ჰქონდეს პარლამენტზე და გადაწყვეტილებების მიღებაზე. ამ საფრთხეს მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობა“ არ გრძნობს. საზოგადოების ფართო ჯგუფები არიან შეშფოთებულები, რომ დღეს ერთი ახირებული კაცის მიერ არაფორმალურად მართულმა პარტიამ შეიძლება საკონსტიტუციო უმრავლესობა მოიპოვოს.
ვერავინ განმარტავს რითი იყო კონსტიტუცია „ნაციონალურ მოძრაობაზე“ მორგებული. ყველაფერი შედეგით ფასდება, დღევანდელი კონსტიტუცია დაბალანსებულია. არსებობს პრეზიდენტი, რომელიც არის მაღალი ლეგიტიმაციის მქონე პირი. მას აქვს უმრავლესობის გადაჭარბებული ძალაუფების შემაკავებელი როლი. გადაჭარბებული ძალაუფლება არ არის კარგი დემოკრატიისთვის და ეს ნებისმიერ პოლიტიკურ ძალას ეხება. ამ დროს დემოკრატიული პროცესები ფერხდება. ჩვენნაირ ქვეყანაში ეს ქმნის პრობლემებს, მით უმეტეს თუ ქვეყანას მართავს რუსი ოლიგარქი. ეს არ არის ეპითეტი, ეს არის ბიძინა ივანიშვილის სოციალური სტატუსი,“ – განაცხადა სერგო რატიანმა.
მანანა ღოღობერიძე