SavguliZe„ჩვენდა სამწუხაროდ „ქართულმა ოცნებამ“ არაფერი შეცვალა, სამართალწარმოების სფეროში პერსონალიებიც კი არ გამოცვალა. ბევრი დროის და ენერგიის დახარჯვა რომ არ გამხდარიყო საჭირო კონტროლირებადი კადრების მოსაძებნად, მზა ადამიანები შეინარჩუნა“. ამის შესახებ „თავისუფალი დემოკრატების“ ერთ–ერთმა ლიდერმა შალვა შავგულიძემ ტელეკომპანია „მაესტროზე“, გადაცემა „ღამის კონტაქტის „ ეთერში ისაუბრა.

„თავაძის მიმართ კონკრეტული საფუძველი მაქვს. მხოლოდ „კაბელების საქმეზე“ კონსტიტუციური სარჩელი რომ ავიღოთ. თავაძე იყო ერთ–ერთი მოსამართლე, რომელმაც საქმის გადადების შუამდგომლობა დააყენა. ეს ხელისუფლების მიზანი იყო, რომ საქმე გაჭიანურებულიყო. ის აბსოლიტურად არასაპატიო და არალეგიტიმური მიზეზებით არ გამოცხადდა პლენუმის სხდომაზე. როდესაც სამართალწარმოებას მოსამათლე ხელოვნურად გააჭიანურებ,  სხვა დასკვნის გაკეთების შესაძლებლობა  არ რჩება, ესეიგი ხელისუფლების მიერ არის მართული. როდესაც ეს არის თვისება, რომ იყოს არა სამართლის და კანონის მსახურებაში, არამედ იმ პოლიტიკური ძალის მსახურებაში, რომელიც ხელისუფლებაში მოდის, უკვე არ აქვს აზრი ვინ იქნება მმართველ გუნდში.

სამწუხაროდ აქაც პესიმისტური პროგნოზი მაქვს და ამის თქმის უფლებას მაძლევს ზაზა თავაძის  პროფესიული ბიოგრაფია. ადეიშვილის პროკურორობის და მინისტრობის დროს ის მისი მოადგილე იყო.  ადეიშვილი მოადგილედ არ იმყოფებდა იმ პირს,რომელიც არ იქნებოდა პოლიტიკური ძალის მიერ მართული. არის ასეთი ეჭვები პაპუაშვილის მიმართაც, თუმცა ამ  შემთხვევაში  გამონათქვამის გამყარებას სჭირდება ერთი  საეჭვო გადაწყვეტილება მაინც. მე არ მომისმენია თუ რომელ საქმეზე იყო მის  მიერ  მიღებული გადაწყვეტილება არასწორი.

შემიძლია  მთელი პასუხისმგებლობით დავადასტურო ის ფაქტი,რომ „კაბელების საქმეზე“ პოლიტიკური ნიშნით არიან მსჯავრდებულები.  საქმეს  კარგად ვიცნობ და იქ სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს. მათი მსჯავრდება იყო პოლიტიკურად მოტივირებული და უპირველეს ყოვლისა გუნდის პოლიტიკური ლიდერის, ირაკლი ალასანიას წინააღმდეგ იყო მიმართული. ალასანიას პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ თითქოს ეს საფუძველი აღარ არსებობს, თუმცა ოპტიმისტური, სწრაფი ცვლილების მოლოდინი არ მაქვს. არ მგონია ხელისუფლებამ ასე ხელაღებით შეიცვალოს პოზიცია და სამწუხაროდ სასამართლოც ხელისუფლების პოზიციისგან გამომდინარეობს“.

შალვა შავგულიძემ  საკონსტიტუციო ცვლილებების მისაღებას სპეციალური კომიის შექმნის შესახებ პრემიერის ინიციატივაზეც ისაუბრა.

„ნორმალურ ვითარებაში ამ კომისიას დიდი მნიშვნელობა არ აქვს. თუმცა  არა ჩვენი ქვეყნის რეალობაში, როდესაც მმართველი პოლიტიკური ძალა ახდენს ხელისუფლების უზურპაციას. როდესაც მათ მიერ  მოხდა დაანონსება რა საკონსტიტუციო ცვლილებების გატარებასაც აპირებენ.  აპირებენ  პრეზიდენტის არჩევის წესი შეიცვალოს და ფაქტიურად მმართველი პოლიტიკური ძალის უმრავლესობამ უნდა დანიშნოს პრეზიდენტი. ასეთ ვითარებაში რა თქმა უნდა აქვს მნიშვნელობა სად შიქმნება ეს ჯგუფი. მნიშვნელოვანია ეს ჯგუფი შეიქმნას პრეზიდენტთან. ის არის მაბალანსირებელი და არის  აბსოლიტურად მიუკერძოებული“.

მანანა ღოღობერიძე

(Visited 29 times, 1 visits today)

კომენტარები

პასუხის გაცემა

ან

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

*