hrხვალ, 17:00სთ-ზე, ტექნოპარკში (ინოვაციების ქ. №7) HR hub-ის ახალი სტრატეგიის პრეზენტაცია გაიმართება და საუბარი იქნება ჰაბის ინოვაციურ გეგმებზე.

HR hub ეს არის სივრცე, სადაც ხდება HR სიახლეების გაცნობა და პერიოდულად ტარდება შეხვედრები ამ სფეროში მოღვაწე პროფესიონალებისთვის.

როგორც ორგანიზატორება “თბილისი თაიმსს” აცნობეს, HR hub-ის არსებულ მიმართულებებსა და მომავლის პროექტებთან ერთად, პრეზენტაციაზე ინფორმაცია გაჟღერდება კავკასიაში ყველაზე მასშტაბური HR ღონისძიების HR Reborn-ის შესახებ.

მათივე ცნობით, მარტში, თბილისს მსოფლიოში საუკეთესო HR ექსპერტები, Google – ის მოქმედი ტრენერები ეწვევიან და ქართველი HR სპეციალისტებისთვის ორ დღიან ტრენინგს ჩაატარებენ.

HR Reborn-ის პარტნიორები იქნებიან კომპანიები „ჯეოსელი“ და „იმედი L”. მომავლის HR hub-ის პრეზენტაციას დაესწრება 200-ზე მეტი HR სპეციალისტი.

(Visited 209 times, 1 visits today)

კომენტარები