იზორიათავდაცვის მინისტრი ლევან იზორია დედოფლისწყაროში ჩავიდა. როგორც „თბილისი თაიმსს“ თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს, ლევან იზორია დედოფლისწყარო-სიღნაღი-თბილისის დამაკავშირებელ ავტომაგისტრალზე, სოფელ ბოდბეს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შესახებ ინფორმაციას ეცნობა.

მინისტრი დედოფლისწყაროს საავადმყოფოში დაშავებული სამხედროების მონახულებასაც გეგმავს.

კახეთში, სოფელ ბოდბეს მიმდებარედ, თავდაცვის სამინისტროს კუთნილი ”კამაზის” მარკის ავტომანქანა ამოტრიალდა, რომელშიც 37 სამხედრო მოსამსახურე იჯდა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 1 ჯარისკაცი გარდაიცვალა, სხვები კი დაშავდნენ. დაშავებულთა ნაწილი დედოფლისწყაროს საავადმყოფოში, ნაწილი კი – წნორში გადაიყვანეს. ამასთან, რამდენიმე ჯარისკაცი, რომელთა ჯანმრთელობის მდგომარეობა შედარებით მძიმეა, თბილისში გადმოჰყავთ.

(Visited 53 times, 1 visits today)

კომენტარები

პასუხის გაცემა

ან

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

*