20160923210126gancxadebaცენტრალური საარჩევნო კომისიიის სპიკერის, ანა მიქელაძის განცხადებით, მარნეულის 48-ე საარჩევნო უბანზე დამკვირვებლების, საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლებისა და მედიის საკმაოდ დიდი რაოდენობა იმყოფება. ცესკო-ს ინფორმაციით, მუშაობს რამდენიმე კამერა. როგორც ცესკო-ში საინფორმაციო ბირიფნგზე განაცხადეს, მათ იმედი აქვთ, რომ უბანზე დიდი რაოდენობით ადამიანების ყოფნა ხელს არ შეუშლის ამომრჩეველთა ხმის მიცემის პროცედურას.

„საარჩევნო უბანზე არის დაახლოებით 45 ადამიანი და ჩვენ გვინდა ვთხოვოთ კენჭისყრის შენობაში კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირებს, საკუთარი საქმიანობის განხორცილებებისას, შექმნან ისეთი პირობები,სადაც თითოეულ მოქალაქეს ექნება შესაძლებლობა მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა და გამოიყენოს და განახორციელოს საკუთარი კონსტიტუციური უფლება.“- აღნიშნა ცენტრალური საარჩევნო კომისიის სპიკერმა, ანა მიქელაძემ.
მარნეულის მუნიციპალიტეტის 48-ე საარჩევნო უბანზე რეგისტრირებულია 1436 ამომრჩეველი, ხოლო ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სამივე საარჩევნო უბანზე რეგისტრირებულია 2484 ამომრჩეველი. ზუგდიდის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულია 6 კანდიდატი, მარნეულის საარჩვნო ოლქში 8 კანდიდატი. რაც შეეხება გამგებლის არჩევნებისათვის, იქ რეგისტრირებულია 4 კანდიდატი.

(Visited 17 times, 1 visits today)

კომენტარები