%e1%83%93%e1%83%93%e1%83%93%e1%83%93ცესკო-ს ინფორმაციით, მარნეულისა და ზუგდიდის საარჩევნო ოლქებში არჩევნების მეორე ტური გაიმართება.

ცესკო-ს ინფორმაციით, 48-ე საარჩევნო უბნის განმეორებითი კენჭისყრის შემაჯამებელი ოქმის გათვალისწინებით, წინასწარი მონაცემების მიხედვით, 36-ე მარნეულის მაჟორიტარულ ოლქში, საუკეთესო შედეგის მქონე ორი შემდეგი კანდიდატია. აკმამედ იმამკულიევი და თამაზ ნავერიანი მეორე ტურში მიიღებენ მონაწილეობას.

ცესკო-ს მონაცემებით, საერთო ჯამში “ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატმა აკმამედ იმამკულიევმა  10 026 ხმა მიიღო, რაც საერთო ხმების რაოდენობის 48, 11%-ია და “ქართული ოცნების” კანდიდატმა თამაზ ნავერიანმა 9 051 ხმა მიიღო, რაც საერთო რაოდენობის 43,43 %-ია.
ცესკო-ს მონაცემებით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, სამივე საარჩვნო უბნის განმეორებითი კენჭისყრის შემაჯამებელი ოქმის გათვალისწინებით, წინასწარი მონაცემების მიხედვით, 66-ე ზუგდიდის მაჟორიტარულ ოლქში, საკეთესო შედეგის მქონე შემდეგი ორი კანდიდატია. სანდრა რულოვსი, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 10 692 ხმა, რაც საერთო რაოდენობის 44,8%-ია და ედიშერ თოლორაია , “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ – 11 607, რაც საერთო რაოდენობის 48,63%.

შესაბამისად, განმეორებითი კენჭისყრის წინასწარი მონაცემების გათვალისწინებით, ორივე მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში გაიმართება არჩევნების მეორე ტური.
მეორე ტურების თარიღზე იმსჯელებს ცენტრალური საარჩევნო კომისია, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ მეორე ტურები 48 მაჟორიტარულ ოლქში დანიშნულია 30 ოქტომბერს, სავარაუდოდ ზუგდიდისა და მარნეულის მაჟორიტარულ ოლქებშიც განისაზღვრება 30 ოქტომბრით.

(Visited 56 times, 1 visits today)

კომენტარები