შსსშსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს პოლონეთის დელეგაცია ეწვია. ქალაქ ვარშავის მთავარი სახანძრო სკოლის წარმომადგენლებს, რაფალ მატუსკევიჩს და მარტინ ლაპიჩს შს მინისტრის მოადგილე მერაბ მალანიამ და საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დირექტორმა ზვიად ქაწაშვილმა უმასპინძლეს. ვიზიტი პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პროექტის – „პოლონეთის დახმარება 2016“ ფარგლებში განხორციელდა.

შეხვედრაზე მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობისთვის სრული მზადყოფნა გამოთქვეს და ერთობლივი ღონისძიებები დაგეგმეს.

ვიზიტის ფარგლებში, შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს პოლონელმა კოლეგებმა საჩუქრად გადმოსცეს სახანძრო-სამაშველო აღჭურვილობა: სასუნთქი აპარატი, კომპრესორი 330 ბარიანი შიდაწვის ძრავით, საჰაერო დამბერავი, რეზისტენტული ქიმიური ტანსაცმელი, აალებადი აირების და ასაფეთქებელი ნივთიერებების ამომცნობი აპარატი, მულტი-გაზის და სხვადასხვა სახის ტოქსიკური ნივთიერებების დეტექტორი, ინფრაწითელი კამერა და სხვა.

დელეგაციის ვიზიტის პარალელურად, პროექტის – “საქართველოში მიწისქვეშა ინფრასტრუქტურაში სპეციალიზებული შველის განვითარება” ფარგლებში, პოლონელმა ექსპერტებმა ქართველი მეხანძრე-მაშველებისთვის ტრენინგები ჩაატარეს, რაც მიწისქვეშა ობიექტებზე პრაქტიკულ მეცადინეობას მოიცავდა. აღნიშნული ტრენინგები ვარშავის მთავარ სახანძრო სკოლასა და საქართველოს შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს შორის გაფორმებული მემორანდუმის შესაბამისად ხორციელდება და ხელს შეუწყობს სამაშველო ოპერაციებზე რეაგირების ხარისხის გაუმჯობესებას.

(Visited 47 times, 1 visits today)

კომენტარები

პასუხის გაცემა

ან

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

*