ceskoცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნების შედეგები დღეს გამართულ სხდომაზე შეაჯამა.

საქართველოს პარლამენტის 2016 წლის 8 ოქტომბრის პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებული არჩევნების საბოლოო შედეგების მიხედვით, კანონმდებლობით განსაზღვრული 5%-იანი ბარიერი სამმა საარჩევნო სუბიექტმა გადალახა:

№5  ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” – 27.11% / №27 მანდატი

 №8 ”დავით-თარხან მოურავი, ირმა ინაშვილი-პატრიოტთა ალიანსი, გაერთიანებული ოპოზიცია”  – 5.01% / 6 მანდატი

 №41 ”ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო” – 48.68%   / 44 მანდატი

 საქართველოს პარლამენტის 2016 წლის 8 ოქტომბრის მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით ჩატარებული არჩევნების პირველი ტურის შედეგების მიხედვით, კანონმდებლობით განსაზღვრული 50%-იანი ბარიერი 23-მა კანდიდატმა გადალახა. ყველა მათგანი წარდგენილი იყო ”ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” მიერ:

მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის ნომერი გვარი/სახელი
№3-ე მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი ზაზა ხუციშვილი
№4-ე  მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი მამუკა მდინარაძე
№5-ე მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი ნინო გოგუაძე
№14-ე მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი გიორგი ვოლსკი
№25-ე მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი ირაკლი შიოლაშვილი
№31-ე მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი სავალან მირზოევი
№32-ე მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი გოდერძი ჩანქსელიანი
№33-ე მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი გოგი მეშველიანი
№34-ე მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი კახაბერ ოქრიაშვილი
№35-ე მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი რუსლან გაჯიევი
№38-ე მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი ზაქარია ქუცნაშვილი
№40-ე მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი გიორგი თოთლაძე
№45-ე მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი გედევან ფოფხაძე
№46-ე მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი ენზელ მკოიანი
№50-ე მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი ელგუჯა გოცირიძე
№53-ე მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი პაატა კვიჟინაძე
№54-ე მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი გრიგოლ ლილუაშვილი
№55-ე მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი გრიგოლ მიქელაძე
№57-ე მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი ცოტნე ზურაბიანი
№58-ე მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი გოჩა ენუქიძე
№59-ე მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი არჩილ თალაკვაძე
№62-ე მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი ოთარ დანელია
№73-ე მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი ანზორ ბოლქვაძე

დღესვე, ცენტრალურმა საარჩვენო კომისიამ №36-ე და №66-ე მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში მეორე ტურების თარიღად 30 ოქტომბერი განსაზღვრა. 30 ოქტომბერს  №67 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში ასევე დაინიშნა ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოს – ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის რიგგარეშე არჩევნები.

 შეგახსენებთ, რომ მეორე ტურები მიმდინარე წლის 30 ოქტომბერს 50 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში გაიმართება.

23 ოქტომბრის სხდომაზე, ცესკომ ცნობად მიიღო 8 ოქტომბერს გამართული საკრებულოს შეუალედური არჩევნების შედეგები:

  • თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრად №4 კრწანისის საარჩევნო ოლქის №04.07 ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში არჩეულია – №41 ქეთევანი მამულაშვილი
  • თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრად №5 ისნის საარჩევნო ოლქის №05.10 ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში არჩეულია – №41  ზურაბი ქადაგიძე
  • თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრად №10 გლდანის საარჩევნო ოლქის №10.23 ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში არჩეულია – №41 გულია გოცირიძე
  • წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრად №25 წალკის საარჩევნო ოლქის №25.23 ბერთას სოფლის ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში არჩეულია – №41 დავით კვარაცხელია
  • ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრად №56 ჭითურის საარჩევნო ოლქის №56.12 სვერის თემის ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში არჩეულია – №41 ვახტანგ ცუცქირიძე
  • აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრად №63 აბაშის საარჩევნო ოლქის №63.09 პირველი მაისის თემის ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში არჩეულია – №41 იაგო თოდუა
  • ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრად №67 ზუგდიდის საარჩევნო ოლქის №67.01.03 ზუგდიდის ქალაქის ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში არჩეულია – №41 თაზო ფაცაცია.

 

(Visited 94 times, 1 visits today)

კომენტარები