იაკობაშვილი„ჩვენთის ყველაზე მნიშვნელოვანია რას საუბრობენ ეს კანიდიდატები უსაფრთხოებაზე და საგარეო პოლიტიკაზე. ტრამპი არ იქნება პირველი პრეზიდენტი,რომელიც შეეცდება რუსეთთან ურთიერთობების გადალაგებას. ყველა ახალი პრეზიდენტი ასე იწყებს“. ამის შესახებ ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს ყოფილმა ელჩმა, იურისტმა თემურ იაკობაშვილმა „ტვ–პირველზე“, გადაცემა „შეკითხვის დროში“ ისაუბრა.

„გვახსოვს ჯორჯ ბუში, რომელმაც თვალებში ჩახედა პუტინს და სული იპოვა. ეს ნორმალური ინსინქტია, რომ რუსეთთან ურთიერთობების დალაგება სცადო. ჰილარი კლინტონმა ეს უკვე სცადა და ცნობილია გადატვირთვით.

ჩვენ უნდა მოვიქცეთ როგორც იუბილარი, რომელმაც ზისტად იცის დაბადების დღეზე რა უნდა საჩუქრად, მაგრამ გაუხარდება ყველაფერი,  რასაც კი მიიღებს. შესაძლოა  რომელიმე კანდიდატთან პირადი სიმპატიები გვქონდეს, მაგრამ მნიშვნელოვანია ვიმუშაოთ იმასთან, რომელსაც აირჩევს ამერიკის შეერთებული შტატების მოსახლეობა. ასე უნდა ფიქრობდეს ყველა, ვინც ამერიკის შეერთებული შტატების გარეთ ცხოვრობს, ეს იქნება ამერიკელი  ხალხის არჩევანი. ჩვენი მხრიდან პრეფერენციები შეიძლება მხოლოდ სამზარეულოს საუბრის თემად დარჩეს და არ არის საჭირო საჯარო საუბრისთვის.

ყველა ექსპერტული მოსაზრება, რომელიც აქამდე იყო გამოთქმული, არის მცდარი. მარტივი დასანახია, რომ არაფერი რაც კი ექსპერტებმა არჩევნების შესახებ იცოდნენ, არ გამართლდა, და დღეს ისინი ცდილობენ პროგნოზებს თავი აარიდონ. დღეის მდგომარეობით ჰილარი კლინტონი უსწრებს ტრამპს და თუ ეს ყველაფერი ისე გაგრძელდა როგორც დღეს არის, ალბათ მოიგებს კიდეც.  თუმცა სიტუაცია სწრაფად იცვლება, ყველაფერი შეიძლება მოხდეს პოლიტიკაში.

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი შეიძლება იყოს ყველაზე მნიშვნელოვანი პრეზიდენტი მსოფლიოში, მაგრამ ამავე დროს ძალიან შეზღუდული უფლებების მატარებელი, ბევრი რიტორიკა, რომელიც კანიდიდატებისგან გვესმის, მარტივად შესასრულებელი არაა. პრეზიდენტის უფლებამოსილება სამი მნიშვნელოვანი პრიოროტეტისგან შედგება, ესაა  თავდაცვის პოლიტიკა, საგარეო პოლიტიკა და შტატებს შორის ურთიერთობების და ვაჭრობის ხელშეწყობა.  რა თქმა უნდა განცხადებები საყურადღებოა, მაგრამ ტრამპის განცხადებები ამ ეტაპზე მიმართულია იმისკენ, რომ ის აირჩიონ, თუმცა რას გააკეთებს სხვა საქმეა. საქართველოს მოსახლეობამ თვალი უნდა ადევნოს ვის აირჩევენ არა მხოლოდ პრეზიდენტად, არამედ კონგრესსა და სენატში. თვალი უნდა ვადევნოთ ვინ იქნება ახალი პრეზიდენტის გუნდში, რომლებიც იქნებიან გადაწყვეტილებების მიმღებები,“–განაცხადა ანა დოლიძემ.

მანანა ღოღობერიძე

(Visited 111 times, 1 visits today)

კომენტარები