ანა დოლიძე„მნიშვნელოვანია ჩვენი წარმომადგენლების სწრაფი  აქტიურობა იმისათვის,რომ საქართველოს როლი მუდმივად იყოს გათვალისწინებული ამერიკულ პოლიტიკაში. როცა გაანაწილებენ კონკრეტულ პოლიტიკას, თუ სად წავა ფინანსები საგარეო ურთიერთობებში, აქ ჩვენი დიპლომატიური რესურსი უნდა იყოს ჰიპერაქტიული“. ამერიკის შეერთებული შტატების საპრეზზიდენტო არჩევნებზე  და საქართველოსთვის მნიშვნელოვან დეტალებზე პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა  ანა დოლიძემ „ტვ–პირველზე“, გადაცემა „შეკითხვის დროში“ ისაუბრა.

ჩვენთვის ნაკლებად შეიცვლება რამე,რადგან ისტორიულად ამერიკის შეერთებულ შტატებთან მჭიდრო ურთიერთობა გვაქვს. ამერიკამ ჩვენთან ინტენსიური ურთიერთობა უფროსი  ჯორჯ ბუშის დროს დაიწყო და დღემდე გრძელდება. რაღაც პერიოდი სჭირდება  პოლიტიკის დალაგებას, როცა ახალი ადმინისტრაცია მოვა.

ამ არჩევნებიდან ბევრი რამ შეიძლება იყოს ჩვენთვის საინტერესო. ის, რაც აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს და აკლია ქართულ პოლიტიკას, უნდა ავიღოთ მაგალითად და ვისწავლოთ.  მაგალითად აქ ძალიან ხისტად და მტკიცედ არის ჩამოყალიბებული შიდა პარტიული დემოკრატია. ასევე ბიუროკრატია ასრულებს ლიდერის შემაკავებელ ფუნქციას და ეს ჩვენ უნდა გადმოვიღოთ.  როცა ვერც ერთი პრეზიდენტი თუ მინისტრი ვერ შეარყევს იმ ფუნდამენტს, რომელიც ქვეყნისთვის არის მნიშვნელოვანი.

მსოფლიოში არის დემოკრატიული ხიდჩატეხილობის პრობლემა. პოლიტიკური ელიტები დაცილდნენ ხალხს. ეს არის სიმპტომი იმის, რომ ჩვენი სისტემები და პოლიტიკური ელიტები არ არიან მოწყობილი ისე, რომ მოუსმინონ ხალხს. ეს აკლია ჩვენს ქართულ პოლიტიკას და აქვს აშშ–ს. დებატები უნდა იყოს საკითხებს შორის და არა პიროვნებებს შორის. ჩვენს დებატებს სწორედ ეს აკლია. ხშირად ეს არის პოლიტიკოსების თამაში, რომ არ მოუსმინონ ხალხს და  თვითნებურად განახორციელონ ის, რაც უნდათ.

მანანა ღოღობერიძე

(Visited 35 times, 1 visits today)

კომენტარები