ღვინის კულტურაქართული ღვინის კულტურასა და ისტორიას პოლონეთის ღვინის აკადემიის სკოლაში შეასწავლიან. აღნიშნულის თაობაზეურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი თბილისში, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ღვინის ეროვნულ სააგენტოსა და პოლონეთისმევენახეობა-მეღვინეობის განვითარების ფონდს შორის (Galicja Vitis) გაფორმდა.

მემორანდუმი ითვალისწინებს ქართული ღვინის პოპულარიზაციის ხელშეწყობას პოლონეთში სხვადასხვა მარკეტინგული ღონისძიებებისა დასაგანმანათლებლო აქტივობების მეშვეობით. პოლონეთის მევენახეობა-მეღვინეობის განვითარების ფონდი თანამშრომლობს პოლონეთისღვინის აკადემიასთან (Podkarpacka Akademia Wina, http://akademiawina.org/), რომლის ბაზაზეც 2015 წელს ქალაქ იასლოში ღვინის სკოლაჩამოყალიბდა, სადაც  ლექციებს ქართული ღვინის კულტურის შესახებ წაიკითხავენ.

ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი სამანიშვილი იმედოვნებს, რომ აღნიშნული მემორანდუმი კიდევ უფრო შეუწყობს ხელსპოლონეთში ქართული ღვინის პოპულარიზაციასა და ექსპორტის გაზრდას.

„პოლონეთი ჩვენი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ბაზარია და ზოგადად ქართულ ღვინოს პოლონეთში დიდი პოტენციალი აქვს. ასევეყოველწლიურად მზარდია პოლონეთიდან ღვინის ტურიზმი. ველოდებით, რომ ქართულ ღვინოს მომავალში უფრო და უფრო მეტიდამფასებელი ეყოლება. დღეს მოვაწერეთ ხელი მემორანდუმს, რომლის თანახმადაც ერთ-ერთ სასწავლებელში  ქართული ღვინის შესახებლექციებს წაიკითხავენ. ჩვენ მათ ჩვენი მხრიდან დავეხმარებით ინფორმაციითა და სარეკლამო მასალის მიწოდებით და მაქსიმალურასჩავერთვებით, რომ უფრო მეტი კარგი ღვინო იყოს წარმოდგენილი პოლონეთში“ – აღნიშნა გიორგი სამანიშვილმა.

ორგანიზაცია “Galicja Vitis”  პოლონეთში ერთ-ერთი უდიდესი საერთაშორისო ღვინის კონკურსის Wine Contest GALICJA VITIS-ის (http://galicjavitis.pl/en/) დამფუძნებელია. როგორც აღნიშნული ფონდის წარმომადგენელი, პოლონელი ღვინის მწერალი და ენოლოგი ვოიჩეკბოსაკი (Wojciech Bosak) აცხადებს, ქართული ღვინო საკმაოდ პოპულარულია პოლონეთში, სადაც მაღაზიებში, ღვინის სახლებსა დარესტორნებში ქართული ღვინის ფართო არჩევანია.

„საქართველო სულ  უფრო და უფრო პოპულარული ხდება პოლონელი ტურისტებისთვის, ღვინის ტურიზმისთვის, მათთვის, ვინცდაინტერესებულია ნახოს ვენახები, ღვინის საწარმოები, მწარმოებლები და რაღა თქმა უნდა დააგემოვნოს ღვინო. ჩვენი

(Visited 87 times, 1 visits today)

კომენტარები