კვირიკაშვილისაქართველოს პრემიერ–მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა შეხვედრა გამართა ბრიტანული მულტინაციონალური ნავთობისა და გაზის კომპანია BP–ის რეგიონულ პრეზიდენტთან აზერბაიჯანში, საქართველოსა და თურქეთში,  გორდონ ბირელთან.

შეხვედრაზე განიხილეს პროექტები, რომლებსაც კომპანიაBP-ი საქართველოში ახორციელებს. ყურადღება გამახვილდა შაჰ დენიზის მეორე ფაზის ფარგლებში მიმდინარესამუშაოებზე. ხაზი გაესვა სამხრეთ კავკასიის გაზსადენის გაფართოების პროექტის მნიშვნელობას, რომლისმშენებლობა 2019 წლისთვის უნდა დასრულდეს. აღინიშნა, რომ გაზსადენის გაფართოებისთვის საქართველოს ტერიტორიაზე 2 მილიარდი აშშ დოლარის ინვესტიცია განხორციელდება, ასევე, პროექტის ფარგლებში, აზერბაიჯანიდან საქართველოსთვის  მიღებული გაზის მოცულობა საგრძნობლად გაიზრდება.

გორდონ ბირელმა საქართველოს პრემიერ–მინისტრს მიაწოდა ინფორმაცია კომპანიის სამომავლო გეგმებისშესახებ და თანამშრომლობის გაღრმავების იმედი გამოთქვა.

მულტინაციონალური ნავთობისა და გაზის კომპანია BP-ს მთავარი ოფისი განთავსებულია ბრიტანეთში, ქ.ლონდონში. კომპანიას აქვს წარმომადგენლობები სხვადასხვა ქვეყანაში. კომპანია BP საქართველოში 1996წლიდან მოღვაწეობს.

 

 

(Visited 93 times, 1 visits today)

კომენტარები