თსუ-ში თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით თვითმმართველობის პრეზიდენტმა ბახვა კვირიკაშვილმა სტუდენტებთან შეხვედრა გამართა. ბრიფინგის მიზანი თვითმმართველობის არჩევნების თარიღის გამოცხადება იყო. ბახვა კვირიკაშვილის თქმით არჩევნები 25 ნოემბერს გაიმართება.
“მოგეხსენებათ, თვითმმართველობის არჩევნები უნდა გამართულიყო ამ წლის მაისის თვეში, მაგრამ გახსoვთ ის ფაქტბი, რაც ყველანაირად ხელს უშლიდა იმ პერიოდში უნივერსიტეტში მშვიდობიანი და დემოკრატიული სტუდენტური არჩევნების ჩატარებას, ამიტომ დადგენილების მიხედვით, არჩევნები უნდა გადაწეულიყო 6 თვის ვადით. ეს ვადა იწურება ნოემბრის ბოლოს და სწორედ ამიტომ ის ჩატარდება 25 ნოემბერს”,- აგანაცხადა ბახვა კვირიკაშვილმა.
ბახვა კვირიკაშვილმა არჩევნებთან დაკავშირებით ცვლილებებზეც ისაუბრა. მისი თქმით, ცვლილებები შეეხება იმას, რომ იქნება პირდაპირი წესი საარჩევნო სისტემის, ანუ ფაკულტეტების მიხედვით კონკრეტული კურსიდან საუკეთესო შედეგის მქონე სტუდენტები პირდაპირ შევლენ ფაკულტეტის საბჭოებში. აღნიული ცვლილებები გამოქვეყნდება თსუ-ს საიტზე.
“ჩვენ მივიღებთ იმას, რომ უნივერსიტეტში სტუდენტებს ექნებათ რეალური არჩევნების ჩატარების საშუალება და მოვუწოდებ უნივერსიტეტის ამჟამიმდელ ხელმძღვანელობას, ხელი შეუწყოს არჩევნების მშვიდ გარემოში ჩატარებას და არ სცადოს ჩარევა, როგორც ეს ხდებოდა ადრე”,- აღნიშნა თვითმმართველობის პრეზიდენტმა.
თვითმმართველობა, არჩევნების შემდეგ, 140 დელეგატისგან უნდა დაკომპლექტდეს.