სოც. საწარმოსპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სსიპ ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის დაფინანსებით ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ბებნისში  სოციალური საწარმო ამოქმედდა. პრეზენტაციას მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი დაესწრო.

პროექტს წმინდა თეოდორე ტირონის სახელობის სარეაბილიტაციო ცენტრი  ახორციელებს. პროექტის ბენეფიციარები არიან ამავე ცენტრის 20  შშმ აღსაზრდელი და სოფელ ბებნისის მცხოვრები, სოციალურად დაუცველი 25 მოზარდი და  ახალგაზრდა.

პროექტის ფარგლებში  სარეაბილიტაციო ცენტრის ბაზაზე  დაფუძნდა ტრადიციული ხელობების შემსწავლელი საწარმო, სადაც 4 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა ბენეფიციართათვის მინანქრის, გობელენის, თექის და ხის დამუშავების ტექნოლოგიების სწავლება.

დაფინანსების ფარგლებში სახელოსნო აღიჭურვა იარაღ-დანადგარებითა და სხვა საჭირო მასალით (მინანქრის ღუმელი, გობელენის საქსოვი დაზგა, ხის გასაშალაშინებელი დაზგა და ხის საჭრელი წვრილი იარაღები).

ახალგაზრდები გადანაწილდნენ სხვადასხვა მიმართულებით სურვილისა და შესაძლებლობების  მიხედვით.

სამომავლოდ, საწარმოს ფარგლებში შექმნილი ნამუშევრები  სარეაბილიტაციო ცენტრის მცირე მაღაზიაში გაიყიდება.  დეკემბრის დასაწყისში კი ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის წლის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართება, სადაც ანგარიშის პარალელურად წლის განმავლობაში დაფინანსებული პროექტების ფარგლებში შექმნილი პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა  მოეწყობა.

 

 

 

(Visited 39 times, 1 visits today)

კომენტარები