fetviaSvili„თიბისი გალერეაში“ დღეს ცნობილი ქართველი მხატვრის, რუსუდან ფეტვიაშვილის პირველი სრული ალბომის პრეზენტაცია და მისივე ნამუშევრების გამოფენა გაიმართება.

როგორც „თბილისი თაიმსს“ „თიბისი ბანკიდან“ აცნობეს, ალბომი მხატვრის 200-მდე ნამუშევარს აერთიანებს, მათ შორისაა ბავშვობის პერიოდის ნახატები, გრაფიკა, ფერწერა, ილუსტრაცია.

რუსუდან ფეტვიაშვილის ალბომი ხელმისაწვდომია ქართულ და ინგლისურ ენებზე და მისი შეძენა პრეზენტაციაზე იქნება შესაძლებელი.

ალბომი გამომცემლობა „არტანუჯმა“ კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით გამოსცა. გამოფენაზე დასწრება თავისუფალია.

(Visited 121 times, 1 visits today)

კომენტარები

პასუხის გაცემა

ან

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

*