magda შშმ

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი – მაგდა ბეჟანიშვილი სოციალურ ქსელში  წერილს აქვეყნებს:

,,ახლა ვწერ და ვისაც გინდათ ნუ წაიკითხავთ.
ძალიან! ძალიან გაბრაზებული ვარ ყველაზე.
მთავრობაზეც და დამსაქმებლებზეც.
პოლიტიკოსებო შეეთრიეთ პარლამენტში და ხალხს მოგვხედეთ!
ამოგვხდა საზოგადოებას შიმშილსა და კრედიტებში სული!
ამოხვედით ყელში არჩევნებითა და არადნებით!
25 წლის ვარ და სამსახურიდან სამსახურამდე წლებს ვკარგავ იმის ყვირილში, რომ დიახაც! უნდა დამასაქმოთ!
არასდროს არავინ არ ხართ ხალხისთვის და არავინ არასდროს არ ხართ ჩვენთვის, შშმ პირებისთვის.
არ ვსაუბრობ გამონაკლისებზე!
იმიტომ, რომ უსინათლო ვარ და იმიტომ, რომ ეს უცხო ენა არ ვიცი, სახლში ვეგდო?
სამაგიეროდ გამოცდილება მაქვს არაერთი წლის.
ორი არასამთავრობო ორგანიზაცია, ტრენერის სერთიფიკატი – ესეც ორი და ტელევიზიის ერთი წელი. რით ვერ დაგაკმაყოფილეთ?
უცხო ენა, რომ არ ვიცი და დიპლომი, რომ არ მაქვს. ვისი ბრალია? ჩემი?
რომ აგიჩემებიათ ინკლუზიური განათლებაო. აჰა,  თქვენი ინკლუზიური ბოლო მეთორმეტე წელი.
რატომ, არ დამახვედრეთ სკოლაში ბრაილის შრიფტის სახელმძღვანელოები?
რატომ არ გადაამზადეთ თელაველი რეპეტიტორები, იმისთვის, რომ ჩემი საგამოცდოთ გადამზადება მოეხერხებინათ?
რატომ  არ ასწავლეთ სკოლის პედაგოგებს ბრაილის შრიფტი, საკლასო სამუშაო და საშინაო დავალებები, რომ შეემოწმებინათ ჩემთვის?
რატომ არ იცით ინკლუზიური სწავლის მეთოდიკა?
რატომ  ვარ თქვენი აჩემებული ინკლუზიური განათლების მსხვერპლი?
რატომ რ შემიქმენით ყველა პირობა იმისთვის, რომ მესწავლა? ინკლუზიურად.
როგორ დამღალეთ და როგორ მომბეზრდით თქვენი უმაღლესი დიპლომებითა და დაბალი დონის ინტელექტით!
გამოდით და მიპასუხეთ! რა გავაკეთო ხვალ? ზეგ? იმის ზეგ და იმის ზეგ?
რატომ ვაგდივარ 25 წლის ახალგაზრდა უხელფასოდ და უარაფროდ?
ახლა  ყველაფერი რომ მომბეზრდეს. ყველა ის უაზროდ გატარებული დღე, რომელიც უკან მოვიტოვე და რომელიც ბევრი გამითენდება. წავიდე და სუიციდს მივმართო. ხომ შეყვარებულს დააბრალებთ? ხომ დააბრალებთ ეშმაკს? ხომ გამოხვალთ და დახოცავთ ერთმანეთს პრემიების გაიპრავებით, სანამ დედაჩემი მიგლოვებს?
ტფუი, როგორ მეჯავრება, ყველა ის დამსაქმებელი, რომელსაც თვალების იქით გასაქანი არ გაქვთ!
რომლებსაც, საერთოდ არ გაინტერესებთ შესაძლებლობები და მხოლოდ იმიტომ მტოვებთ სახლში, რომ უსინათლო ვარ.
როგორი სირცხვილია, რომ საქართველოში თარხანას ამბიციები აწამებს და ჩვენ! შშმ პირები ხვეწნა-მუდარაში ვართ, რომ საქმე გვაკეთებინოთ!
ადრეც ესე იყო და ახლაც ასეა. ნაციონალების მარკა არ მომაკრას არავინ თორე, ცენზურაშიც ვერკვევი!
საერთოდ არ მაინტერესებს, რა ჰქვია პარტიას სახელი. პოლიტიკა ყველას ერთი გაქვთ!
იაფი დენი! უფასო გაზი! უფასო ფული! და ათასი ამგვარი ტყუილი დაპირება.
უნდა გრცხვენოდეთ, რომ ძვლივს მოპოვებულ ერთ წლიან სამსახურზე სადაც 350 ლარი მერიცხებოდა ანგარიშზე, სოციალური დახმარება ორჯერ მომიხსენით!
უნდა გრცხვენოდეთ, რომ დაზუსტებული დროით მასაქმებთ და არა ისე, როგორც სხვა თქვენგანი ხართ დასაქმებულები!
უნდა გრცხვენოდეთ კი არა. თითებს უნდა იკვნეტდეთ სიმწრისაგან, რომ ფეხებზე გკიდიათ ხალხი, ვისაც თვალები არ გვაქვს, ვისაც ლაპარაკი არ შეუძლია, ვისაც სმენა არ აქვს, ვისაც ეტლი აქვს, ვისაც დაუნის სინდრომი აქვს და ყველა, ვისაც შესაძლებლობები გვაქვს და თქვენი დასაკმაყოფილებელი მაინც ვერაფერი გავაკეთეთ!
მარგველაშვილო! შენ მაინც სად ხარ?
შენ მაინც ხომ იცი, რას ნიშნავს იყო ადამიანი და იყო შშმ პირი?
შეეთრიეთ პარლამენტში და ფეხზე დადექით!
არაა სკამებზე და მაგიდებთან ჯდომის დრო!
სხვების არ ვიცი, მაგრამ მე მოვითხოვ. მოვითხოვ, რომ მომაქციოთ ყურადღება!
მე კი არა ჩემს ამ დგომარეობაში დაგდებას, ღმერთი არ გაპატიებთ! ღმერთი.
დედას გეფიცებით, დავიბრუნებ თვალებს და გადაგჭამთ ყველას, ვინც ამ პერიოდში ამ მდგომარეობაში ყოფნა მაიძულეთ!
ყველა პარტიასა  და ყველა დამსაქმებელს, ვინც უარყავით შეზღუდული შესაძლებლობა, ყველას შეგრცხვეთ და ყველამ იცოდეთ.
3 წელი მეც ვხედავდი და მანდილივით არ მომოყოლია რეტინობლასტომა!
ძალიან! ძალიან გამწარებული ვარ და პოლემიკას არ გირჩევთ ჩემთან!
შეეთრიეთ პარალმენტში თქვენი არჩევნებით და არადნებით, ტურებით და დათვებით, მოგვხედეთ და აგვისრულეთ დაპირებები!
დავიბრუნებ თვალებს და არცერთი ჩემი ატირებული ღამე არ შეგრჩებათ!”- წერს მაგდა ბეჟანიშვილი.

 

(Visited 420 times, 1 visits today)

კომენტარები