ირაკლი აბესაძე„ „ქართული ოცნების“ თანამდებობის პირების უმრავლესობა სამწუხაროდ დარჩება ისეთივე ცარიელ სკამებად, როგორიც ჩვენ გვაქვს ამ სტუდიაში. ბიძინა ივანიშვილი არავის მისცემს შესაძლებლობას იყვნენ დამოუკიდებლები.  მას  სჭირდება ადამიანები თანამდებობებზე, რომლებიც ნარმანიას მსგავსად მასთან მუდმივად  მორჩილებაში იქნებიან“. ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ–ერთმა  ლიდერმა ირაკლი აბესაძემ „რუსთავი 2“–ზე, გადაცემა „არჩევანი 2016“–ის ეთერში  ისაუბრა  და მოსახლეობას 30 ოქტომბერს  არჩევნებზე მისვლისა და ოპოზიციის მხარდაჭერისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.

„გასული ოთხი წლის განმავლობაში ჩვენ ვიხილეთ „ქართული ოცნების“ აბსოლიტურად წარუმატებელი ხელისუფლება, სამწუხაროდ ვიხილეთ შეუსრულებელი დაპირებები, შეფერხებული ეკონომიკური განვთარება, გაუფასურებული ლარი, გაძვირებული ცხოვრება. ვიხილეთ თავდასხმა თავისუფალ მედიაზე და ბევრი  პოლიტიკური პატიმარი. ასევე პოლიტიკურად მიუღებელი შეტევა სხვადასხვა ინსტიტუტებზე,  მათ შორის პრეზიდენტის ინსტიტუტზე, საკონსტიტუციო სასამართლოზე.

ამ ყველაფერს დირიჟორობდა ადამიანი, რომელსაც ამომრჩევლის წინაშე არანაირი პოლიტიკური პასუხისმგებლობა არ გააჩნია. ეს იყო ქვეყნის არაფორმალური მმართველი ბიძინა ივანიშვილი. ახლა მას სურს, რომ ხელში ჩაიგდოს აბსოლიტური ძალაუფლება საკონსტიტუციო უმრავლესობის სახით და ეს ნამდვილად იქნება მმართველობა მუხრუჭების გარეშე. მმართველობა, რომელიც ძალიან დიდი სიჩქარით გადაჩეხავს ქვეყანას უფსკრულში. ეს მას სურს  იმისათვის, რომ შეტევა მიიტანოს პრეზიდენტის ინსტიტუტზე და ნაცვლად მაღალი ლეგიტიმაციის, კონსტიტუციური წყობილების გარანტი თანამდებობის პირისა, მივიღოთ ივანიშვილზე დამორჩილებული მორიგი ნარმანია.

ვისაც სურს რომ ქვეყანაში იყოს რეალურად განვითარების შესაძლებლობა, ვისაც სურს, რომ ივანიშვილის თანამდებობის პირები არ იყვნენ მხოლოდ პრემიის და დანამატის მიმღები ადამიანები, ამ ადამიანებმა უარი უნდა უთხრან საკონსტიტუციო უმრავლესობას არაფორმალური მმართველის ხელში,“–განაცხადა ირაკლი აბესაძემ.

მანანა ღოღობერიძე

 

(Visited 17 times, 1 visits today)

კომენტარები

პასუხის გაცემა

ან

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

*