271343„თვითონ ფაქტი ბუნებრივია დამაფიქრებელია, დაცულ სამხედრო ობიექტზე მსგავსი სიტუაცია ბოლო პერიოდში არ მახსოვს.   გუშაგის ტერიტორია არის ხელშეუხებელი, იქ სხვა ადამიანის შესვლა გამორიცხულია“. ამის შესახებ სამხედრო-ანალიტიკური ჟურნალის  „არსენალის“ მთავარმა რედაქტორმა, სასწავლო ცენტრ  „კრწანისში“  მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით განაცხადა. ირაკლი ალადაშვილმა „ტვ–პირველზე“, გადაცემა „ინგა გრიგოლიას დღის ამბებში“ ისაუბრა.

„იქ შეიძლება მივიდეს მხოლოდ მისი უფროსი, რომელიც ჩაანაცვლებს.  გუშაგი არის ხელშეუხებელი და მასთან მიახლოების საშუალება მხოლოდ საგუშაგოს უფროსს აქვს, რომელმაც პაროლი უნდა უთხრას. გუშაგს აქვს უფლება გამოიყენოს იარაღი, თუ მოხდა დაუმორჩილებლობა. პირველი გამაფრთხილებელი გასროლა კი ჰაერში უნდა მოხდეს.

ამ კონკრეტულ შემთხვევაში რა მოხდა ვერ ვიტყვი,  დაველოდები გამოძეიბას. თავად ფაქტი,რომ ღამე მოხდა, დამაფიქრდებელია. თუმცა დრამატიზირება და ეჭვები, რომ  აქ რაიმე სერიოზული თავდასხმა იყო, რომ მომხდარიყო ქართულ–ამერიკულ ერთობლივ ბაზაზე თავდასხმა, ჯერჯერობით ამის საფუძველი არ არსებობს. ჩემი აზრით ეს ფაქტი  პოლიტიკურ და სამხედრო თემებთან ნაკლებად და  უფრო  მეტად კრიმინალთან არის  დაკავშირებული.  ამ ყველაფერს პასუხს გამოძიება გასცემს.

ინფორმაცია იმის შესახებ ეს გუშაგი კონკრეტულად რას იცავდა, არ მაქვს. თუ იქნება ეს ინფორმაცია მეტად შემეძლება საუბარი. ღამით ყველა კამერის საშუალებითაც კი  მთელი პერიმეტრის გაკონტროლება შეუძლებელია. გამოძიებამ პირველ რიგში უნდა დაადგინოს რისი საწყობი იყო იქ და რა ჰქონდათ ჩაფიქრებული თავდამსხმელებს. ყოველთვის მომხრე ვარ დაველოდოთ გამოძიებას, რომ ჩვენი სუბიქეტური ინსპირაციები არ გვქონდეს,“–განაცხადა ირაკლი ალადაშვილმა.

მანანა ღოღობერიძე

(Visited 49 times, 1 visits today)

კომენტარები