21-ე საუკუნეში მოსახლეობა ეკოლოგიური პრობლემების პირისპირ დგას. რაც უფრო ვვითარდებით,  არსებული  ვითარება მით უფრო მეტად თვალსაჩინო ხდება. ქვეყნის დიდ ქალაქებში სუნთქვა ჭირს, ჰაერი ძალზედ დაბინძურებულია.

საყურადღებოა ხეების მოჭრის პრობლემა, რომელიც დღესდღეობით ძალზედ აქტუალურია. მწვანე საფარი ჩვენს ქვეყანას დღითიდღე უფრო აკლდება.

საგანგაშოა ის მდგომარეობა, რომ საქართველოს მოსახლეობა ეკოლოგიური პრობლემების აღმოფხვრაში თვაიანთი წვლილის შეტანას არა თუ ცდილობს, არამედ გარემოს ხელოვნური დაბინძურებით კიდევ უფრო ამწვავებს მას.

სწორედ ამ პრობლემებსა და მათი გადაჭრის გზებზე „თბილისი თაიმსი“საქართველოს  გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსა და არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს  მწვანეთა მოძრაობას“ ესაუბრა.

გარემოს დაცვათანამედროვე მეცნიერულ – ტექნოლოგიური მიღწევების პარალელურად ეკოლოგიური რობლემები თანდათან იზრდება, როგორ ებრძვის დღეს ჩვენი ქვეყანა მას?

– თანამედროვე გარემოსდამზოგი მეცნიერულ-ტექნიკური მიღწევები საშუალებას იძლევა შემცირდეს ზეწოლა გარემოზე და ამ გზით ეკოლოგიური პრობლემები ეფექტურად გადაიჭრას. სწორედ ამიტომ, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო ხელს უწყობს თანამედროვე საუკეთესო ტექნოლოგიების დანერგვას სხვადასხვა გარემოსდაცვით სექტორში. მაგ: ნარჩენების სეპარირების, რეციკლირებისა და ხელახალი გამოყენების სისტემის დანერგვა; გარემოსდაცვითი მონიტორინგის (მათ შორის ბუნებრივი კატასტროფების რისკების მონიტორინგის) თანამედროვე ავტომატური ქსელის გამართვა; ენერგოეფექტურობის ამაღლების მიზნით ენერგოდამზოგი ტექნოლოგიების დანეგვა; განახლებადი ენერგიის წყაროების გამოყენება; გარემოსდაცვითი კვლევითი ლაბორატორიების თანამედროვე ტექნიკით აღჭურვა.

დღეს ასევე მწვავედ დგას დაბინძურებისაგან ატმოსფერული ჰაერის დაცვის საკითხი. ამის ძირითად მიზეზად კი  ავტოტრანსპორტისა  და  მსხვილი  საწარმო  ობეიქტების  გამონაბოლქვი სახელდება. რას იტყვით ამის შესახებ?

– დღეისთვის ქვეყნის მასშტაბით ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების უმსხვილეს წყაროებს ავტოტრანსპორტი და დაბინძურების მსხვილი სტაციონარული ობიექტები ნამდვილად წარმოადგენს, თუმცა ლოკალურ დონეზე კონკრეტული დამბინძურებლების მიხედვით შეიძლება სხვა ძირითადი დაბინძურების წყაროებიც გამოიკვეთოს. მაგალითად, დედაქალაქში ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების კუთხით ერთ-ერთ მთავარ პრობლემის –  ჰაერის მყარი ნაწილაკებით (მტვრით) დაბინძურების მთავარ წყაროებს, ავტოტრანსპორტთან ერთად, წარმოადგენს სამშენებლო სექტორი და  ბუნებრივი წარმოშობის მტვერი (ღია გრუნტი, ეროდირებული ნიადაგი).

დაბინძურების წყაროების მრავალფეროვნებიდან გამომდინარე ატმოსფერული ჰაერის დაცვა რთული საკითხია, რომელიც ჩვენი საზოგადოების პრაქტიკულად ყველა სექტორის ჩართულობას და კომპლექსურ მიდგომას საჭიროებს. სწორედ ამიტომ, მიმდინარე წლის სექტემბერში საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის ბრძანებით  ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების შემცირების საკითხების შემსწავლელი უწყებათშორისი კომისია შეიქმნა, რომელიც პირველ ეტაპზე „ქ. თბილისის ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების შემცირების ხელშემწყობი ღონისძიებების შესახებ“ სახელმწიფო პროგრამას შეიმუშავებს.

რეალურად, ავტოტრანსპორტიდან ჰაერის დაბინძურებაზე რამდენი წილი მოდის?

 აღნიშნული ინფორმაცია წარმოდგენილია 2010-2013 წლების გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენებაში:

%e1%83%92%e1%83%af%e1%83%b0%e1%83%92%e1%83%afდიაგრამა 2.14 ეკონომიკის დარგების წილი მავნე ნივთიერებათა გაფრქვევებში, % (TSP – მტვერი, VOCs – აქროლადი ორგანული ნაერთები, NO2 – აზოტის დიოქსიდი, SO2 – გოგირდის დიოქსიდი, CO – ნახშირჟანგი)

არსებობს თუ არა რაიმე ტიპის მონიტორინგი ჰაერის დაბინძურების ხარისხის დასადგენად? როგორც დედაქალაქში, ისე რეგიონებში, და როგორია ეს მაჩვენებელი?

– დღეისათვის საქართველოში ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგი ხორციელდება.

ინდიკატორული გაზომვების შედეგები: დღეისთვის სულ 4 ეტაპია ჩატარებული: 2015 წლის შემოდგომა და ზამთარი, 2016 წლის გაზაფხული და ზაფხული.

ჯამში 16 ქალაქში 200-ზე მეტი წერტილი. გაზომვები მოიცავს შემდეგ დამაბინძურებლებს: აზოტის დიოქსიდი; გოგირდის დიოქსიდი, მიწისპირა ოზონი და ბენზოლი.

2015 წლის შემოდგომა და ზამთარი: https://www.google.com/maps

2016 წლის გაზაფხული და ზაფხული: https://www.google.com/maps

ბოლო წლების დაკვირვებით, საქართველოს დიდ ქალაქებში ატმოსფერული ჰაერის დაცვის კუთხით მთავარ პრობლემას ჰაერის  მყარი ნაწილაკებით (მტვერი) და აზოტის დიოქსიდით დაბინძურება წარმოადგენს.

ცალკე უნდა აღინიშნოს ქ. ზესტაფონში მანგანუმის დიოქსიდით დაბინძურების პრობლემა. გოგირდის დიოქსიდის, მიწისპირა ოზონის, ნახშირჟანგის, ბენზოლისა და ტყვიის მაჩვენებლები ზღვრულად დასაშვებ მნიშვნელობებს პრაქტიკულად არ აჭარბებს.

ინდიკატორული გაზომვების შედეგების თანახმად, დიდი ქალაქების ავტოტრანსპორტით დატვირთულ ქუჩებში აზოტის დიოქსიდით ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების საშუალო დონე ფიქსირდება.

რა არის დღეს თქვენი სამინისტროს პრიორიტეტი და როგორია სამომავლო სამოქმედო გეგმა?

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს პრიორიტეტებია: გარემოსდაცვითი მმართველობის გაუმჯობესება, გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში საზოგადოების ჩართულობის გაზრდა;

ევროკაშირთან საკანონმდებლო ჰარმონიზება;

საერთაშორისო პროცესებში ინტეგრაცია;

მდგრადი განვითარების გარემოსდაცვითი პრინციპების დანერგვა და მწვანე ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობა.

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მიერ მომზადებული სტრატეგიული დოკუმენტები მოიცავს ინფორმაციას სხვადასხვა სექტორული მიმართულებით სამინისტროს არსებულ და სამომავლო სამოქმედო გეგმებთან დაკავშირებით. ეს სტრატეგიული დოკუმენტებია:

ამჟამად, მზადების პროცესშია 2017-2021 წლების გარემოს დაცვის მოქმედებათა მესამე ეროვნული პროგრამა, რომელიც სამინისტროს პრიორიტეტულ მიმართულებებთან  შესაბამისობაში იქნება და საერთაშორისო გარემოსდაცვით შეფასებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს  დაეფუძნება.

მწვანეტა პარტიაეკოლოგიის დღევანდელ ძირითად პრობლემებზე სასაუბროდ ჩვენ ასევე დავუკავშიდით არასამთავრობო ორგანიზაციასაქართველოს  მწვანეთა მოძრაობ:

 შეფასება გვიჭირს, რადგან ძალიან ბევრი რაღაცაა გასაკეთებელი, თუმცა რაც აუცილებლად და სასწრაფოდ უნდა მოგვარდეს:

1. საწვავი – ქვეყანაში შემოტანილი საწვავის ხარისხზე კონტროლი უნდა დაწესდეს. 2. გზების კეთილმოწყობა მთელი საქართველოს მასშტაბით და განსაკუთრებით, თბილისში, სადაც გზების გამტარიანობა ძალიან მძიმე მდგომარეობაშია. 3. ტრანსპორტი – ამაში ვგულისხმობთ, როგორც საზოგადოებრივ ტრანსპორტს (პრობლემას იხილავთ პირველივე ყვითელი ავტობუსის დანახვისას), ასევე, ავტომობილებს, რომლებზეც არანაირი კონტროლი არაა. პირველი ორი პრობლემის მოგვარების შემდეგ, შესაძლებელია ავტომობილების ტექნიკურ დათვალიერებაზე საუბარიც. 4. გამწვანების ზოლები – ეს ეხება დიდ ქალაქებს და ამ შემთხვევაშიც, განსაკუთრებით, თბილისს, სადაც მწვანე საფარის ფართობი კრიტიკულ მდგომარეობაშია.

 რაც შეეხება, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს საქმიანობას, იმედი გვაქვს, რომ სამინისტრო საბოლოოდ დაამტკიცებს ჰაერის დაცვის სახელმწიფო პროგრამას, რომელიც გამზადებულია და თაროზე დევს.

დედაქალაქის მასშტაბით, უნდა აღვნიშნოთ, რომ მდგომარეობა გაუმჯობესებისკენ მიდის, თუმცა რეკრეაციულ ტერიტორიებზე დაბინძურების პრობლემა დღემდე რჩება, განსაკუთრებით, ლისის ტბისა და თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიებზე, ფონიჭალაში მდინარე მტკვრის სანაპიროებზე, კოჯრისა და წყნეთის საპიკნიკო ადგილებზე, დიღომში მდინარე დიღმულას ხევში.

ქვეყანაში, სამწუხაროდ, არალეგალური ნაგავსაყრელები კვლავ გვაქვს, რომელთა დასუფთავებაზე „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები – საქართველო“ და კამპანია „დავასუფთაოთ საქართველოს“ განმახორციელებელი სხვა ორგანიზაციები გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროსთან, შვედეთის განვითარების ფონდსა და ადგილობრივ თვითმმართველობებთან ერთად უკვე მეექვსე წელია მუშაობენ. მდგომარეობა ქვეყნის დიდ ქალაქებშიც გაუმჯობესებისკენ მიდის, თუმცა ნომერ პირველ პრობლემად არა კონკრეტული დაბინძურებული ტერიტორიის დასუფთავება, არამედ მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება დგას.“

 ნინო ზარიძე

 

 

 

 

 

 

Please follow and like us: