Rvinis prezentaciaქართული ღვინის პოპულარიზაციის მიზნით ქ. დუბლინში, ირლანდიაში საქართველოს საელჩოსა და ღვინის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, ქართული ღვინის პრეზენტაცია გაიმართა.

ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო ქართული ღვინის მწარმოებელი 9 კომპანიის  როგორც ტრადიციული ქვევრის, ასევე,  ევროპული წესით დამზადებული 17 სახეობის ღვინო, ასევე, შუშხუნა ღვინისა და ბრენდის ნაირსახეობები.

შეკრებილ სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა ირლანდიაში საქართველოს საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა გიორგი ზურაბაშვილმა. ღონისძიების მონაწილეებს ღვინის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა წარუდგინეს პრეზენტაცია ქვევრში ღვინის დაყენების მრავალსაუკუნოვანი ტრადიციისა და მეთოდოლოგიის, ქართული მეღვინეობის ისტორიისა და კულტურის, მრავალფეროვანი ყურძნის ჯიშების თაობაზე.

ნაჩვენები იქნა მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი ქვევრის ღვინის დაყენების ტრადიციული მეთოდისა და ქვევრის დამზადებისა შესახებ. მონაწილეებს ასევე წარუდგინეს საქართველოს საიმიჯო ვიდეორგოლები.

დეგუსტაციის დასრულების შემდგომ, გაიმართა ოფიციალური მიღება ირლანდიის მთავრობის, პარლამენტის, ბიზნესის, მედიისა და ირლანდიაში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებისათვის. მიღებაზე შეკრებილ სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაეგემოვნებინათ როგორც ქართული ქვევრის, ასევე, ევროპული წესით დამზადებული ღვინოებისა და ალკოჰოლური სასმელების ნაირსახეობები, ქართული ჩაი და უნიკალური მესხური ტექნოლოგიით დამზადებული ტენილი ყველი.

აღსანიშნავია, რომ ქართული ღვინის მსგავსი მასშტაბური დეგუსტაცია ირლანდიაში პირველად გაიმართა.

 

(Visited 37 times, 1 visits today)

კომენტარები