1434243791natotano2010ბრიუსელში, ნატო-ს შტაბ-ბინაში, სტრატეგიული კომუნიკაციის თემაზე ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა (NGC) გაიმართა პარტნიორობისა და თანამშრომლობითი უსაფრთხოების კომიტეტის დონეზე (PCSC).

როგორც „თბილისი თაიმსს“ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატიდან აცნობეს, სხდომას ალიანსის ინტეგრაციის, პარტნიორობისა და თანამშრომლობის დირექტორატის ხელმძღვანელი იაროსლავ სკონიეჩკა თავმჯდომარეობდა. ქართულ მხარეს კომისიაზე წარმოადგენდა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე მარიამ რაქვიაშვილი და თავდაცვის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტის ნატო-ს სამმართველოს უფროსის მოადგილე თინათინ მზარელუა.

ქართულმა მხარემ მოკავშირეებს ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა ქვეყანაში არსებული გამოწვევების, ქართული მხარის მიერ ეფექტიანი სტრატეგიული კომუნიკაციის უზრუნველყოფის მიზნით გადადგმული ნაბიჯებისა და სამომავლო გეგმების შესახებ. მოკავშირეებმა, რეგიონში არსებული საფრთხეების ფონზე ხაზი გაუსვეს სტრატეგიული კომუნიკაციის მნიშვნელობას და დადებითად შეაფასეს ქართული მხარის მიერ გაწეული ძალისხმევა. ამასთან, ალიანსის წევრმა ქვეყნებმა გამოხატეს თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავებისა და სამომავლო გეგმების განხორციელებაში მონაწილეობის მზაობა.

ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე მოკავშირეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის მხარდაჭერა.

(Visited 20 times, 1 visits today)

კომენტარები

პასუხის გაცემა

ან

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

*