“ისინი შეთანხმებულნი იყვნენ 8 ოქტომბერსაც და შეთანხმებულნი არიან მეორე ტურზეც. ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ უცხო თვალს, სხვა პარტიას არ ენახა ეს შეთანხმება”. ამის შესახებ “გაერთიანებულიდემოკრატიული მოძრაობის” თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძემ “მაესტროს” ეთერში,გადაცემა “ღამის კონტაქტში” ისაუბრა.
“ჩვენ იძულებული გავხდით ეს გადაწყვეტილება მიგვეღო, პრაქტიკულად ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ თავისი დადგენილებით,მოგვისპო იმის შესაძლებლობა, რომ გვყოლოდა დამკვირვებლები მეორე ტურის დროს,რომლებიც შეძლებდნენ დარღვევები დაენახათ და დაეფიქსირებინათ. ამ გადაწყვეტილებამ გამიმყარა ეჭვი, რომ “ქართული ოცნება” და “ნაციონალური მორაობა ” შეთანხმებულები არიან.
ჩვენ გამოვითხოვეთ კომისიის წევრები, რომლებსაც იმის უფლებაც არ ჰქონდათ, რომ დაეფიქსირებინათ დარღვევები. სამწუხაროდ ისე იმუშავა სუს-მა და “ქართულმა ოცნებამ”, იმდენი ფული დახარჯეს, იმდენი ადამიანი დააშინეს, თუმცა ჩვენ კითხვის ნიშნები არ ამოგვეწურა. ჩვენ მივიღეთ გადაწყვტილება არ მივიღოთ მონაწილეობა იმ ფარსში,რომელიც არის მათ მიერ დადგმული. ეს არის 200 ათასი ამომრჩეველი, რომელთა ხმაც “ქართულმა ოცნებამ” და ბიძინა ივანიშვილმა მოგვპარა. მოვუწოდებ ყველა ამ ამომრჩეველს არ მივიდეს არჩევნებზე და ამ ფარსში მონაწილეობა არ მიიღოს.
დარწმუნებული ვარ, რომ ოდირის, ანუ გრძელვადიანი დამკვირვებლების საბოლოო ანგარიშში, მნიშვნელოვანი და მწვავე კითხვები იქნება დასმული არჩევნებთან დაკავშირებით. ხელისუფლების წარმომადგენლები, მათ შორის გია ვოლსკი ერთხელაც არ დაინტერესებულა თუ რა დოკუმენტები ეჭირა ხელში ნინო ბურჯანაძეს, რის საფუძველზე ლაპარაკობს ის გაყალბებულ არჩევნებთან დაკავშირებით. შესაძლოა მან არც იცის რა მოხდა. შეიძლება იყო ხელისუფლებაში, მაგრამ არ იცოდე შენს ზურგს უკან რა ხდება. ვწუხვარ ,რომ “ქართული ოცნება” არ დაინტერესებულა.
კომისიის7 წევრი, უმრავლესობა, რომელიც იღებდა გადაწყვეტილებებს იყო სწორედ “ქართული ოცნების”. ამ კომისიის წევრებმა დაბლოკეს უბნების გადათვლის ინიციატივა. დიახ “ქართულმა ოცნებამ ” ბიძინა ივანიშვილის მეთაურობით და სუს-ის მონაწილეობით ეს არჩევნები გააყალბა . დიახ ეს აუცილებლად გაირკვევა ადრე თუ გვიან, თუ რა მექანიზმებმა იმუშავა.თუ ეს ასე არ არის გაგეხსნათ 300-იდან თუნდაც 5 უბანი და დაგერწმუნებინეთ, რომ არანაირი მანიპულაცია არ მომხდარა,”-განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.
მანანა ღოღობერიძე