კვირკაგარდაბანში 230 მეგავატი სიმძლავრის კომბინირებული ციკლის თბოელექტროსადგურის მშენებლობა დაიწყო, – „გარდაბნის თბოსადგური 2“-ის საფუძვლის ჩაყრის ცერემონიაში დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მიიღო მონაწილეობა.

საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობის განმტკიცების გზაზე გადადგმული კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი – ასე შეაფასა გიორგი კვირიკაშვილმა „გარდაბნის თბოსადგური 2“.
პრემიერის განცხადებით, მსგავსი პროექტების განხორციელება პრიორიტეტულია, რადგან, ზამთრის პერიოდში, მზარდი მოხმარების დაკმაყოფილება, ადგილობრივი გენერაციის ობიექტების მხრიდან, შეუძლებელია. როგორც გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, ვინაიდან ასაშენებელია გარანტირებული სიმძლავრის კიდევ არაერთი ობიექტი, საქართველოს ენერგოსისტემისთვის ძალიან მნიშვნელოვანია სრულიად ახალი ტექნოლოგიის, კობინირებული წვის, ენერგოეფექტური თბოელექტროსადგურის მშენებლობა.

„ძალიან მოხარული ვარ, რომ უმსხვილესი ჩინური კორპორაცია – China Tianchen Engineering Corporation-ი მონაწილეობს ამ პროექტის განხორციელებაში და ეს საქართველოსა და ჩინეთს შორის მზარდი ეკონომიკური და საინვესტიციო ურთიერთობების კიდევ ერთი თვალსაჩინო მაგალითია. ეს კი პირდაპირი  გამოძახილია ბოლო პერიოდში გაფორმებული ძალიან მნიშვნელოვანი შეთანხმებებისა, როგორიც გახლავთ თანამშრომლობის მემორანდუმი, ახალი აბრეშუმის გზის კონცეფციის განვითარებაზე და ასევე, მიღწეული შეთანხმება, ჩინეთთან თავისუფალი სავაჭრო ხელშეკრულების გაფორმების შესახებ თბოელექტროსადგური დასრულდება 2020 წლის ზამთარში. ეს გახლავთ კიდევ ერთი ახალი ენერგია ჩვენს ენერგოსისტემაში და საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობის განმტკიცების გზაზე გადადგმული კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

გიორგი კვირიკაშვილმა მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც მონაწილეობა მიიღო პროექტის მომზადებაში და კმაყოფილება გამოთქვა, რომ ჩინურ კომპანიასთან ურთიერთობა ძალიან გამჭვირვალე, კონკურენტული პროცესის შედეგად ჩამოყალიბდა.

„გარდაბნის თბოსადგური 2“-ს პროექტს, მასშტაბური ენერგეტიკული პროექტების, მათ შორის, კომბინირებული ციკლის ელექტროგენერაციის ობიექტების მშენებლობის კუთხით ერთ-ერთი ლიდერი კომპანია, China Tianchen Engineering Corporation საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის დაფინანსებით განახორციელებს. პროექტის ღირებულება 159 მილიონი აშშ დოლარია. კომბინირებული ციკლის ახალი ენერგოეფექტური თბოელექტროსადგურის ექსპლუატაციაში გაშვება 2020 წლის ზამთრის სეზონისთვის იგეგმება.

(Visited 33 times, 1 visits today)

კომენტარები

პასუხის გაცემა

ან

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

*