14479684_1120105374753185_7711262917885232173_nსაქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსთან არსებული ინტერრელიგიური სათათბიროს სამუშაო შეხვედრა, რომელსაც ესწრებოდა საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წარმომადგენელი ზურაბ ქევანიშვილი  და  სათათბიროში გაერთიანებული რელიგიური ორგანიზაციები.

რელიგიის სააგენტოს თავმჯდომარემ ზაზა ვაშაყმაძემ წარმოადგინა საყოველთაო აღწერის შედეგებზე დაფუძნებული და სააგენტოს რელიგიური პოლიტიკის კვლევის ცენტრის მიერ მომზადებული პროექტი საქართველოს რელიგიური რუკა, რომელიც ორი ვარიანტს მოიცავს:

  • რეგიონული მონაცემებს;
  • ქალაქისა და რაიონების მონაცემებს.

რელიგიური ორგანიზაციებმა საინტერესო მოსაზრებები გამოთქვეს რელიგიური რუკის ფორმისა და შინაარსის შესახებ. რუკის წარდგენა საზოგადოებრიობის წინაშე მიმდინარე წლის ბოლომდე გაიმართება.

ასევე, ზაზა ვაშაყმაძემ სათათბიროს წევრებს გააცნო ახალი პროექტისაქართველოში მოქმედი საკულტო ნაგებობების რუკა. თითოეული რელიგიური ორგანიზაციის საკულტო ნაგებობების შესახებ მონაცემების მოსაძიებლად სამუშო ჯგუფის შექმნა გადაწყდა.

სხდომაზე საგანგებოდ აღინიშნა რუკის მომზადებაში საქართველოში მოქმედი მცირერიცხოვანი რელიგიური ორგანიზაციების მონაწილეობის აუცილებლობის შესახებ.

სოფიკო ნინიკაშვილი

სოფიკო ნინიკაშვილი

(Visited 169 times, 1 visits today)

კომენტარები

პასუხის გაცემა

ან

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

*