გია ხუხაშვილი“ძალიან იაფად იყიდება ეს ხალხი და ქართულ ოცნებას უღირს ასეთი ხალხის ყიდვა?  არ უღირს და არც იყიდიან მემგონი. პაუზა მაინც გაეკეთებინათ, მეორე დღიდან ხელისუფლებისთვის თავის შეთავაზება რომ დაიწყეს და რომ იპრანჭებიან ყოველდღე”. “თავისუფალი დემოკრატებიდან” ლიდერების წასვლის  მათი ბოლო პერიოდის განცხადებების შესახებ ექსპერტმა გია ხუხაშვილმა “რუსთავი-2”-ზე, გადაცემა “კურიერის” ეთერში ისაუბრა.

“აღარც მეცინება, იმდენად აუტანელი იყო ამ ადამაინების საქციელი, არ ვგულისხობ ირაკლი ალასანიას. ის მორალურად შემიძლია გავამართლო და დაახლოებით ახსნადია ადამიანურად, რატომ გააკეთა ის რაც გააკეთა.

ალასანიამ ეს ნაბიჯი გადადგა იმიტომ, რომ ის იყო ერთპიროვნული ლიდერი და მას შედეგ, რაც პარტია იყო წარუმატებელი, პასუხისმგებლობა თავის თავზე აიღო და წავიდა. მეორე მიზეზი შეიძლება იყოს ივანიშვილის განცხადება, როცა მან თქვა, რომ ალასანია არის პრობლემატური, თუმცა სხვებთან ვითანამშრომლებ. ალასანიამ თავისი საქციელით თქვა, რომ თუ მე ვარ პრობლემატური, მე გავდივარ პოლიტიკიდან.

პარტიიდან უცნაურად წავიდნენ, ორასი-სამასი  მხარდამჭერი  ხომ ჰყავდათ, მათ მაინც მოფერებოდნენ. თეთრი ძაფით კერავენ, ბავშვებივით იქცევიან მამას რომ თავი უნდა მოაწონონ.  ძალიან სამარცხვინოა,”-განაცხადა გია ხუხაშვილმა.

მანანა ღოღობერიძე

 

(Visited 106 times, 1 visits today)

კომენტარები

პასუხის გაცემა

ან

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

*