stoltenbergiნატო გააგრძელებს საქართველოსთან პარტნიორობის გაძლიერებას, რაც მნიშვნელოვანია როგორც ნატო-სთვის, ისე საქართველოს უსაფრთხოებისთვის, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც შავი ზღვის რეგიონში ალიანსის აქტივობებში საქართველოს შესაძლო როლს შეეხებოდა.

როგორც იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, შავი ზღვის რეგიონში ნატო-ს გეგმების დეტალები თებერვალში გახდება ცნობილი.

„გუშინ ვისაუბრეთ შავი ზღვის რეგიონში რუმინეთის ხელმძღვანელობით მოქმედი ბრიგადის გაძლიერების საკითხზე, დამატებითი საჰაერო და სახმელეთო ძალების განთავსებით. ამასთან დაკავშირებით უფრო მეტი დეტალი თებერვალში იქნება ცნობილი. საქართველო არის ნატო-ს საკვანძო და ძვირფასი პარტნიორი, ჩვენ საქართველოსთან სხვადასხვა მიმართულებით აქტიურად ვთანამშრომლობთ. ჩრდილოატლანტიკური საბჭო იმყოფებოდა საქართველოში ბოლო პერიოდში, დაახლოებით ერთი წლის წინ საქართველოში გავხსენით წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრი, ასევე ჩავატარეთ მასშტაბური ერთობლივი წვრთნა მიმდინარე წელს. ჩვენ ვმუშაობთ საქართველოში მრავალი მიმართულებით”, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

მისივე თქმით, ნატო-ს ყავს წარმომადგენლები საქართველოში და  საქართველოს წვლილი შეაქვს ნატო-ს მისიებში.

„ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოსთან პარტნიორობის გაძლიერებას, რაც მნიშვნელოვანია როგორც ნატო-სთვის, ისე საქართველოს უსაფრთხოებისთვის”, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

(Visited 12 times, 1 visits today)

კომენტარები

პასუხის გაცემა

ან

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

*