“ჩვენი ამოცანაა ვიპოვოთ ჩვენი როლი ისე , რომ ერთი მხრივ შავი ზღვა იყოს თავისუფალი ვაჭრობისთვის, კომერციისთვის და ამავე დროს სამხედრო თვალსაზრისით იყოს ბალანსი, დაცულობა, რომ რუსეთის ნებისმიერი ქმედება არ იყოს დაუსჯელი და საქართველო არ მოექცეს მისი პრივილეგირებული გავლენის სფეროში” ამის შესახებ უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილემ ვანო მაჭავარიანმა “მაესტროს” ეთერში, გადაცემა “ღამის კონტაქტში” ისაუბრა.
“2008 წელი იყო ძალიან კარგი მინიშნება, ჩვენთვის ეს იყო ტრაგიკული მოვლენები, 2014 წელს კი უკრაინაში რუსეთის შეჭრა, ყირიმის ანექსია იყო ამ ომის გაგრძელება. ვარშავის სამიტმა პირდაპირ დასახა ის საფრთხეები,რომელიც მოდის რუსეთიდან. მათი გადაწყვეტილება ეხება შავი ზღვის კონცეფციის გაზრდას. საქართველო, რომელიც მნიშვნელოვანი ქვეყანაა შავ ზღვაზე, უნდა იყოს ნატოს მნიშვნელოვანი პარტნიორი. ჩვენი ამოცანაა ვიპოვოთ ჩვენი როლი ისე , რომ ერთი მხრივ შავი ზღვა იყოს თავისუფალი ვაჭრობისთვის, კომერციისთვის და ამავე დროს სამხედრო თვალსაზრისით იყოს ბალანსი, დაცულობა, რომ რუსეთის ნებისმიერი ქმედება არ იყოს დაუსჯელი და საქართველო არ მოექცეს მისი პრივილეგირებული გავლენის სფეროში.
ნატოსთვის ცხადია ის საფრთხეები, რომელიც რუსეთიდან მომდინარეობს. დასავლეთის პრინციპია, რომ ქვეყნებს ჰქონდეთ არჩევანი თავისი თავდაცვისუნარიანობა, უსაფრთხოება უზრუნველყონ იმ საშუალებებით, რაც მათ ეროვნულ ინტერესებშია. ის, რომ რუსეთი ამ უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის, ნათელია, ნატო კი ვალდებულია უზრუნველყოს წევრების უსაფრთხოება.დიპლომატიის მთავარი საქმე არის დიალოგი, კონსულტაციები, ხშირად ეს არ გამოდის, თუმცა ევროპელებს კარგად ესმით, რომ თუნდაც აგრესიულ რუსეთს უნდა ესაუბრო.
ნატომ დაიწყო ძალიან სერიოზული ნაბიჯების გადადგმა შავი ზღვის უსაფრთხოების უზრუნველყოფის თვალსაზრისით, როგორც ერთიანი ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურის შექმნის თვალსაზრისით. ვარშავის და უელსის სამიტზე დელეგაციის ხელმძღვანელი იყო საქართველოს პრეზიდენტი, სამიტის შედეგებზე მსჯელობს და კონკრეტულ გეგმას ადგენს ასევე უშიშროების საბჭო. ჩვენი ერთიანი პოზიცია მნიშვნელოვანია, რომ თებერვლადე იყოს ჩამოყალიბებული შავი ზღვის განვითარების კონცეფციის კონკრეტული გეგმა.
ვან მაჭავარიანმა მოკლედ უშიშროების საბჭოს ახალ მდივანზეც ისაუბრა.
“დავით რაქვიაშვილი არ არის ახალი ამ სფეროში, ის მუშაობდა ვაშინგტონში და საქმეში მარტივად და სწრაფად ჩაერთო”.
მანანა ღოღობერიძე