წეროვანიხეხილის გაშენების, კურდღლების მოშენების, სასაქონლე მეურნეობის, მეფუტკრეობისა და სხვა სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის მხარდასაჭერად, 700 დევნილ ოჯახს ფინანსური დახმარება გაეწევა.

გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციისა (FAO) და დევნილთა და განსახლების სამინისტროს შეთანხმების საფუძველზე, სამინისტრო 810 000 აშშ დოლარის ოდენობის გრანტს მიიღებს ევროკავშირისგან. აღნიშნული რესურსი უკიდურესად მოწყვლადი კატეგორიის დევნილების შემოსავლის ზრდას, სასოფლო-სამეურნეო წარმოებასა და სასურსათო უზრუნველყოფის გაუმჯობესებას მოხმარდება. პროექტის სამიზნე კატეგორიაში ერთიანდებიან: მარტოხელა მშობლები მცირეწლოვანი შვილებით, ოჯახები შეზღუდული შესაძლებლობების მქონე წევრით, 25 წლამდე ახალგაზრდის ან ხანდაზმული ადამიანის მიერ მართული ოჯახები.

შემოტანილი განაცხადისა და საბუთების განხილვის საფუძველზე, 700 დევნილი ოჯახი ინდივიდუალურ დახმარებას 2500 ლარის ოდენობით მიიღებს. ჯგუფური განაცხადების შემოტანის შემთხვევაში კი, დაფინანსება 5000 ლარი იქნება. ჯგუფური განაცხადის გაკეთება მინიმუმ სამ დევნილს შეუძლია, რომელთაგან ორი მაინც ერთიანდება პროექტის სამიზნე ჯგუფში. გრანტის თანადამფინანსებლები ბენეფიციარები თავად იქნებიან.

პროექტს FAO დევნილთა სამინისტროს სსიპ დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოსთან ერთად განახორციელებს.

„მოხარულები ვართ, რომ ამ მნიშვნელოვან პროექტს ვახორციელებთ“, – განაცხადა FAO-ს წარმომადგენელმა საქართველოში მამუკა მესხმა, „ჩვენ უკვე გვაქვს დევნილთა და განსახლების სამინისტროსთან ნაყოფიერი თანამშრომლობის გამოცდილება.  პროექტის ფარგლებში, რომელიც 2012-2015 წლებში განვახორციელეთ, 3000-ზე მეტ დევნილ ოჯახს გაეწია ფინანსური დახმარება“.

განაცხადების მიღების პირველი ეტაპი დასრულდა, შემდგომი ეტაპი ნოემბრის თვიდან დაიწყება.

პროექტით დაინტერესებულ დევნილებს განაცხადების გაკეთება შეუძლიათ 4 ოქტომბრიდან სსიპ დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოში (თბილისი, თამარაშვილის 15ა ). ასევე დევნილთა და განსახლების სამინისტროს რეგიონალურ ოფისებში (აჭარისა და სამეგრელო -ზემო სვანეთის ტერიტორიული ორგანო – ქ. ზუგდიდი, ხუბულავას N6, იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის ტერიტორიული ორგანო – ქ. ქუთაისი, ირაკლი აბაშიძის გამზ. N27, შიდა ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის ტერიტორიული ორგანო – ქ. გორი, შმაგის ქ. N1).

 

(Visited 131 times, 1 visits today)

კომენტარები

პასუხის გაცემა

ან

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

*