კვირიკაევროკავშირი ამაყობს იმით, რომ საქართველოს მთავრობისთვის არის მაგალითი და ამავე დროს, მისი ძალისხმევის მხარდამჭერი,–ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა იანოშ ჰერმანმა საქართველოს პრემიერ–მინისტრთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ევროკავშირმა, 30 მილიონი ევროს ღირებულების დახმარების გამოყოფის თაობაზე, საქართველოსთან ხელშეკრულება გააფორმა–საქართველოს საჯარო მმართველობის სფეროს განვითარების მხარდაჭერის პროგრამის შესახებ დღეს საქართველოს პრემიერ–მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და ევროკავშირის ელჩმა იანოშ ჰერმანმა   ერთობლივი განცხადებები გააკეთეს.

ევროკავშირის ელჩის შეფასებით, საჯარო მმართველობა არის  ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ხერხემალი, რომელზეც დამოკიდებულია ქვეყნის მოსახლეობის ნდობა საჯარო უწყებებისადმი. მისი თქმით, ევროკავშირის მხარდაჭერის პროგრამა დაეხმარება საქართველოს საჯარო მმართველობის სფეროს განვითარებაში.

„საქართველოს ეროვნული რეფორმების სტრატეგია, რომელიც 2015 წელს დამტკიცდა, ეფუძნება საჯარო ადმინისტრირების ევროპულ პრინციპებს.  საჯარო ადმინისტრირების რეფორმა არისჩვენი ერთობლივი მიზანი, ევროკავშირისა და საქარველოს შორის ასოცირების შეთანხმებისფარგლებში. ეს რეფორმა არის ამ შეთანხმების მნიშვნელოვანი კომპონენტი. ეჭვგარეშეა, ჩვენვაღიარებთ საჯარო ადმინისტრირების რეფორმის მნიშვნელობას, რომელზეც მიმართულიაევროკავშირის ფინანსური დახმრების 25 პროცენტი. რეფორმების მხარდაჭერის ფაგლებში, დღესგამოვაცხადეთ 30 მლიონი ევროს ოდენობის დახმარების გამოყოფის შესახებ. ევროკავშირისკონტრიბუცია არის, როგორც ფინანსური – ბიუჯეტის მხარდაჭერის გზით, ასევე ტექნიკური,ექსპერტების მობილიზების, ადმინისტრაციული პოტენციალის გაძლიერების გზით ,“–აღნიშნა იანოშ ჰერმანმა.

მან განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა საქართველოს პრემიერ–მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს საჯარო მმართველობის რეფორმის განხორციელებისთვის გამოჩენილი ძალისხმევისა და ევროკავშირთან წარმატებული დიალოგისთვის.

„ნება მიბოძეთ, პირადად გადაგიხადოთ  მადლობა ჩვენი საერთო ღირებულებებისადმი თქვენიგანსაკუთრებული ყურადღებისთვის.  მსურს, ასევე, გამოვიყენო შესაძლებლობა და შევაქოევოკავშირსა და საქართველოს შორის დიალოგის ხარისხი. ამ პროგრამის მზადების მთელიპროცესი ასახავდა ჩვენს შორის პარტნიორობის მაღალ დონეს. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომპროგრამის განხორციელების მთელი პროცესი ამ სულისკვეთებით გაგრძელდება. მზად ვართ,ვითანამშრომლოთ დღეს წარმოდგენილი პროგრამის მიზნების მისაღწევად“,-აღნიშნა ჰერმანმა.

საქართველოს პრემიერ–მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მნიშვნელოვანი რეფორმის გახორციელებაში ევროკავშირის დახმარება ევროპელი მეგობრებისა და პარტნიორების მხრიდან გაწეულ დიდ მხარდაჭერად შეაფასა და თანამშრომლობისთვის განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა ევროკავშირის ელჩს.

„მინდა, მადლობა გადავუხადო ევროკავშირის წარმომადგენლობას, პირადად ბატონ ელჩს, გაწეული დახმარებისა და თანამშრომლობისათვის. ევროკავშირი ერთ-ერთი უდიდესი დონორია, რომელიც უკვე მრავალი წელია აქტიურად გვეხმარება ქვეყნის დემოკრატიული და ინსტიტუციური რეფორმების განხორციელების საქმეში. მრავალი წარმატებული რეფორმა საქართველოში სწორედ ევროკავშირის თანადგომის  შედეგია. მხოლოდ 2011 წლიდან დღემდე, გრანტებისა და ტექნიკური დახმარების სახით, საქართველომ ევროკავშირისგან 450 მილიონზე მეტი ევრო მიიღო. ასევე, მადლობას ვუხდი ყველას, ვინც ჩვენი ქვეყნისათვის ამ მნიშვნელოვანი სფეროს რეფორმირებაში აქტიურად გვიჭერს მხარს, იქნება ეს საქართველოში მოქმედი დონორი და საერთაშორისო ორგანიზაცია თუ ჩვენი არასამთავრობო სექტორი,“–განაცხადა პრემიერმა.

გიორგი კვირიკაშვილის თქმით, რეფორმა, რომელიც საჯარო მმართველობის სფეროში განხორციელდება,  უმნიშვნელოვანეს როლს შეასრულებს საქართველოში დემოკრატიის განვითარების, ძლიერი და დამოუკიდებელი სახელმწიფო ინსტიტუტების მშენებლობისა და  ეკონომიკური წინსვლის კუთხით. მისივე განმარტებით, მმართველობის რეფორმა საქართველოს მთავრობის მიერ გამოცხადებული ოთხპუნქტიანი გეგმის ერთ-ერთი მიმართულებაა და ამავე დროს, არის  ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი  უმნიშვნელოვანესი ვალდებულება.

„საჯარო მმართველობის რეფორმა მიზნად ისახავს ეფექტიანი სახელმწიფო მართვის სისტემის შექმნას, საჯარო სამსახურისა და პოლიტიკის დაგეგმვის სისტემის მოდერნიზებასა და ამ სფეროში ევროპული გამოცდილების დანერგვას. ასევე, რეფორმის მიზანია, საჯარო ფინანსების მართვისა და ღია მმართველობის კუთხით, კიდევ უფრო მეტი წინსვლა და ჩვენს მოქალაქეებზე ორიენტირებული, თანამედროვე სახელმწიფო სერვისების განვითარება. ამ რეფორმის ფარგლებში ჩვენ უკვე შევძელით კონკრეტული და ხელშესახები შედეგების მიღწევა. შევიმუშავეთ ახალი კანონი საჯარო სამსახურის შესახებ, რომელიც პარლამენტმა შარშან ოქტომბერში დაამტკიცა. ჩვენმა მთავრობამ დაამტკიცა პოლიტიკის დაგეგმვის სისტემის რეფორმის სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, რომელიც უკვე განხორციელების ფაზაშია. ჩვენ ვმუშაობთ შედეგზე ორიენტირებული მართვის, მონიტორინგის, ანგარიშგებისა და შეფასების სისტემების შემუშავებაზე იმისათვის, რომ კიდევ უფრო გავაუმჯობესოთ სახელმწიფო სერვისების განვითარების სტრატეგია, ელექტრონული მმართველობა და სხვა მიმართულებები,“–აღნიშნა პრემიერ–მინისტრმა.

პრემიერმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველოსა და ევროკავშირის თანამშრომლობა საჯარო მმართველობის სფეროში კიდევ უფრო გააღრმავებს მჭიდრო ურთიერთობებს და მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ევროკავშირთან ინტეგრაციის საქმეში.

საჯარო მმართველობის მხარდაჭერის  პროგრამით გათვალისწინებულია 30 მლნ ევროს ღირებულების საბიუჯეტო და ექსპერტული დახმარება.

საჯარო მმართველობის რეფორმა, რომელიც მთავრობის ოთხპუნქტიანი რეფორმების გეგმის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილია, მთავრობის ადმინისტრაციის კოორდინაციით, 2014წლიდან ხორციელდება და გამჭვირვალე, პროგნოზირებადი, პასუხისმგებელი და  ეფექტური სახელმწიფო მართვის სისტემის შექმნასა და განვითარებას გულისხმობს.

საჯარო მმართველობის რეფორმა აერთიანებს სახელმწიფო მმართველობის სხვადასხვა სფეროებს, როგორიცაა: პოლიტიკის შემუშავება და კოორდინაცია; ადამიანური რესურსების მართვა ანგარიშვალდებულება; სახელმწიფო სერვისების მიწოდება;  საჯარო ფინანსების მართვა; ადგილობრივი თვითმმართველობა.

 

(Visited 60 times, 1 visits today)

კომენტარები