სამი მეგობრის წამოწყება 3 თვეში ერთერთ ყველაზე წარმატებულ ბიზნეს იდეად იქცა და სრულიად სოციალური ქსელი დაიპყრო.

„თბილისი თაიმსი“ ყვავილების ონლაინ მაღაზიის, „MonTa&Go” შესახებ გიამბობთ.

ბრენდის სახელი კომპანიის შემქმნელების სახელების აბრივიატურაა. მონიკა ქობულაძემ, ტატო ხოკერაშვილმა და გოგა აფრიდონიძემ კომპანია ზუსტად ერთი წლის წინ დაარსეს.

მონტაგო საქართველოში ერთ-ერთი რეიტინგული ყვავილების მაღაზიასალონიმაღაზიის შემქმნელების თქმით, წარმატების საწინდარი სწორად განხორციელებული პიარ კამპანიაა. პოლიეთილენის პარკების ნაცვლად მუყაოს ყუთებში შეფუთული თაიგულები ახალი ტრენდი სწორედ მონტაგოს დამსახურებით გახდა.

მონიკა ქობულაძე დაწვრილებით გვესაუბრა ყვავილების მაღაზიის შექმნის იდეაზე, ახალი სერვისებისა და ყველაზე დასამახსოვრებელი შეკვეთის შესახებ.

  • 14886009_1329026077128665_1087622741_nროგორ შეიქმნა თაიგულების მაღაზია, რას ნიშნავს Monta &go ვინ არიან იდეის ავტორები და რატომ გადაწყვიტეთ,სწორედ ამ ბიზნესის წამოწყება?

– ყველაფერი  ასე დაიწყო: მონტაგო-ს იდეა ერთ დღეში “viber”-ში სამი მეგობრის ჩემი, ტატოსი  და გოგას მიმოწერის შედეგად გაჩნდა. მე უბრალოდ მინდოდა, რომ ჩემთვის უკეთესად შეფუთული ყვავილები ეჩუქებინათ და მიკვირდა, რატომ არ იყო საქართველოში ისეთი შეფუთვები, როგორიც ბევრ სხვა ქვეყანაში არსებობდა, კონკრეტულად ყუთებში შეფუთული ყვავილები.

იდეა აიტაცეს ბიჭებმა, ყველაფრის ორგანიზება ერთ კვირაში მოხდა და პირველი ათი თაიგული 2015 წლის 17 ოქტომბერს გავამზადეთ, დავუკავშირდით ცნობილ ადამიანებს და შევუთანხმდით, რომ გავუგზავნიდით საჩუქრად ძალიან ლამაზ თაიგულს, სამაგიეროდ კი მხოლოდ ფოტოს გადაღებას და ჩვენს Facebook  გვერძე მონიშვნას ვთხოვდით, ყველა მათგანი სიამოვნებით დაგვთანხმდა. მეორე დღიდან მონტაგოს ტელეფონზე და სოციალურ ქსელში აქტიური შეკვეთების ტალღა დაიწყო. ბრენდის სახე ცნობილი ქართველი ლამაზმანი შორენა ბეგაშვილია.

eqvsi თვის შემდეგ გავხსენით მონტაგოს მაღაზია,კომპანიას დაემატა უამრავი მომსახურება და თაიგულების ფართო ასორტიმენტი. დღეს მონტაგო არ არის უბრალოდ ყვავილების მაღაზია, ეს არის ივენთ-კომპანია, რომლის დახმარებით ადამიანებს შეუძლიათ ნებისმიერი ღონისძიების თუ დღესასწაულის დაგეგმვა და მოწყობა.

  • დღეს რამდენად კონკურენტუნარიანია ამ სეგმენტზე ქართული ბაზარი, რა უპირატესობები გაქვთ თქვენ?

– როგორც ხდება ხოლმე ჩვენს წარმატებულ იდეას ბევრი მიმდევარი გამოუჩნდა და რამდენიმე თვეში სოკოებივით გამრავლდნენ მსგავსი ონლაინ მაღაზიები, არსებულმა ყვავილების მაღაზიებმაც დაიწყეს ყვავილების ყუთებში ჩალაგება, თუმცა მონტაგო იმ დროისათვის საკმაოდ ცნობილ ბრენდად ჩამოყალიბდა და ჩვენი მომხმარებლების რიცხვი ყოველდღიურად იზრდებოდა.

დღესდღეობით, ბაზარი საკმაოდ გაჯერებულია მსგავსი პროდუქტით, რაც ჩვენ კიდევ უფრო გვაძლიერებს და გვაძლევს სტიმულს ყოველ დღე გავიზარდოთ, მრავალფეროვნება შევმატოთ ჩვენს ბრენდს და რაც მთავარია შევინარჩუნოთ მაღალი ხარისხი, რომელსაც ჩვენი კლიენტები ენდობიან.

14874915_1329026500461956_581859669_n

ჩვენი უპირატესობა მდგომარეობს იმაში,რომ ჩვენი ყვავილები და ყუთები არის უმაღლესი ხარისხის, ჩვენ გვაქვს უსწრაფესი მომსახურება როგორც, თბილისში, ასევე დედაქალაქის ფარგლებს გარეთ (ყველაზე შორეულ სოფელშიც კი), ჩვენი კლიენტები სურვილის შემთხვევაში რჩებიან ინკოგნიტოდ.

ჩვენ გარდა ყვავილებისა, გვაქვს სხვადასხვა სასაჩუქრე ნაკრები, როგორც ქალებისთვის ასევე მამაკაცებისთვის და ბავშვებისთვის, ჩვენი ბრენდირებული ბუშტები.

გარდა ამისა, როგოც აღვნიშნე, მონტაგო დღეს უკვე არის ივენთ-კომპანიაც, რაც ჩვენს კლიენტებს აძლევს საშუალებას, ჩვენი დახმარებით განახორციელოს ყველა თავისი ჩანაფიქრი და ნებისმიერი დღესასწაული.

  • რა მომსახურებას სთავაზობთ თქვენს მომხმარებლებს,რომ აღგვიწეროთ პროცესი,როგორ გიკავშირდებათ მომხმარებელი,როგორ ხდება არჩევა ყვავილებს და როგორია ფასები (საშუალოდ)?

14914908_1329026067128666_1670076010_nჩვენს კლიენტებს შეკვეთა შეუძლიათ რამდენიმე გზით: მაღაზიაში მოსვლით, ჩვენს საკონტაქტო ნომერზე დარეკვით, facebook  გვერდის,instagram-ის ან ჩვენი ვებ გვერდის (montago.ge) საშუალებით, როგორც საქართველოს ნებისმიერი კუთხიდან,ასევე საქართველოს ფარგლებს გარეთ მცხოვრებ ადამიანებს.

მომხმარებლებს თანხის გადახდა შეუძლიათ, როგორც გადმორიცხვით,ასევე ადგილზე (ნაღდი ფულით ან ბარათით), შეკვეთიდან მაქსიმუმ 2-3 საათის განმავლობაში ჩვენი კურიერი მიიტანს თაიგულს ნებისმიერ ადგილას თბილისში და მომდევნო დღეს საქართველოს სხვა ნებისმიერ წერტილში.

ჩვენთან 5 ლარიდან ზემოთ, ნებისმიერ ფასად შეგიძლიათ ყვავილების შეძენა.

მიუხედავად იმისა,რომ ჩვენს ბრენდს ძვირადღირებული ყვავილებით იცნობენ,დღეს უკვე ყველა ადამიანს,ნებისმიერ ფასად შეუძლია ისარგებლოს ჩვენი მომსახურებით.

  • რომელია ყველაზე მოთხოვნდი ყვავილები?

– ყველაზე მოთხოვნად ყვავილებად დღემდე ვარდები რჩება.

  • თქვენთვის დასამახსოვრებელი შეკვეთის და სამომავლო გეგმების შესახებ გვიამბეთ…

– მომავალში დაგეგმილი გვაქვს ფილიალების გახსნა, რაც შეეხება მეორე კითხვას, ჩვენს თაიგულებთან ძალიან ბევრი სასიყვარულო ისტორია,ოჯახების შექმნა,ხელის თხოვნის ცერემონიალი,ქორწილი,პატარას შეძენა და ბევრი მნიშვნელოვანი თარიღი არის დაკავშირებული.

ყველაზე დასამახსოვრებელი შეკვეთა იყო ერთი გოგონასთვის ათი ზუსტად ერთნაირი თაიგული შეუკვეთეს და ათი წუთის ინტერვალით გადასცა კურიერმა.

ნათია კეკენაძე

ნათია

 

 

(Visited 2,332 times, 1 visits today)

კომენტარები

პასუხის გაცემა

ან

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

*