kvirikashvili giorgi“ყველა ის ფაქტორი, რომელიც ჩვენი ვალუტის კურსზე ზემოქმედებს არის ამოწურული და არანაირ მნიშვნელოვან რყევებს არ უნდა ველოდოთ.  არ ველოდები ლარის დევალვაციას, მოკლევადიანი რყევები გამორიცხული არ არის, თუმცა საშუალოვადიან პერსპექტივაში მე  ლარის გამყარებას ველოდები”. ლარის გაუფასურების შესაძლო მიზეზებზე და პროგნოზებზე  პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა  ტელეკომპანია “იმედზე”, გადაცემა “ქრონიკაში”  ისაუბრა.

“ერთ-ერთი ფაქტორი იყო მაგალითად, ერთ-ერთი ბანკის შერწყმა მეორე ბანკთან, რა დროსაც ვალუტის შეძენა გახდა საჭირო. ჩვენს მეზობელ ქვეყნებში იყო ვალუტის გაუფასურებები და ამან გამოიწვია იმპორტირებული საქონლის მნიშვნელოვანი გაიაფება.   ჩვენ ასევე მივიღეთ  ექსპორტირებულ საქონელზე ფასების ვარდნა.  რაოდენობრივი   ანალიზით  ჩვენი ექსპორტი  გაზრდილია. დღეს უფრო მეტი საქონლის ექსპორტს ვახდენთ , ვიდრე ვახდენდით, მაგრამ ფულად გამოხატულებაში ეს არის შემცირებული. ჩემი ვარაუდით   მოკლე პერიოდში ქვეყანაში ძალიან დიდი ოდენობით ვალუტა შემოვა.   საშუალო და ცოტა უფრო გრძელვადიან პერსპექტივაში შეიძლება გვქონდეს ლარის გამყარებაც”.

გიორგი კვირიკაშვილმა ინტერვიუსას ვიზალიბერალიზაციის პროცესზეც ისაუბრა.

“მიუხედავად იმისა, რომ ვავრცელებდით გზავნილს და გვინდოდა დაგვემტკიცებინა, რომ ჩვენი ვიზალიბერალიზაცია არანაირ კავშირში არ არის ევროპაში მიგრანტების მოზღვავებასთან, სამწუხაროდ ბევრ ქვეყანაში ეს ერთმანეთთან დაკავშირდა . ამან გამოიწვია შეჩერების მექანიზმის იდეის წარმოშობა. დღეს საკითხი არის შეჩერებული ევროპარლამენტის და ევროკავშირის საბჭოს დიალოგის დონეზე. არანაირი კავშირი არჩევნებთან არ არსებობს. თავს შევიკავებ კონკრეტული თარიღის დაანონსებისგან.  თუმცა დიდი იმედი მაქვს, რომ ეს საკითხი წლის ბოლომდე მოგვარდება”.

მანანა ღოღობერიძე

(Visited 27 times, 1 visits today)

კომენტარები