Sergelasviliრეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე თენგიზ შერგელაშვილმა ”რესპუბლიკური პარტია” დატოვა.

როგორც შერგელაშვილი სოციალურ ქსელში თავის გვერდზე წერს, პარტიის განვითარების პროცესში სხვადასხვა ფორმით შესაბამისი წვლილი მასაც აქვს შეტანილი.

”დროთა განმავლობაში გაიზარდა შინაგანი წინააღმდეგობები ჩემს ხედვებს, პრიორიტეტებსა და პარტიის საქმიანობის სტრატეგიულ, ტაქტიკურ და ორგანიზაციულ მიდგომებს შორის. მრავალ შიდა დისკუსიაში გამოვხატე ჩემი აზრი, თუმცა ამან არსებითი შედეგები ვერ გამოიღო და გამოცდილებიდან გამომდინარე არსებითი კორექტირების რესურსს ვეღარ ვხედავ. ვფიქრობ, ჩემი ხედვები სულ უფრო და უფრო აცდენილია პარტიის შიგნით ჩამოყალიბებულ ძირითად მეინსტრიმს. პარტიის წინასაარჩევნო კამპანიის პათოსი და პოსტსაარჩევნო განცხადებები, შეფასებები და სამომავლო ხედვები აღმოჩნდა ბოლო წვეთი. შესაბამისად, მივიღე გადაწყვეტილება დავტოვო ”საქართველოს რესპუბლიკური პარტია”, – აცხადებს შერგელაშვილი.

როგორც ცნობილია, ”რესპუბლიკური პარტია” ფრიდონ საყვარელიძემაც დატოვა.

(Visited 36 times, 1 visits today)

კომენტარები

პასუხის გაცემა

ან

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

*