ჰელოუინის  დღესასწაული, რომელიც ყოველი წლის 31 ოქტომბერს  აღინიშნება ამერიკასა და ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში, სულ რამოდენიმე წელია საქართველოშიც ძალიან პოპულარული გახდა. ამ დღესასწაულს განსაკუთრებით ახალგაზრდები აღნიშნავენ, ისე რომ არც კი იციან რა უდევს საფუძვლად, საიდან იღებს სათავესა თუ რა იყო მისი დატვირთვა, ვიდრე კელტების ამ უძველეს დღესასწაულს ყოველთა წმინდანთა ხსენების დღესთან გააიგივებდნენ, ხოლო საზოგადოებაში მისი აღნიშვნა, არ აღნიშვნა განხილვისა და კამათის საგანი გახდებოდა.

ჰელოუინი

„ნუ ვიქნებით უცხოური მოდის ბრმა თაყვანისმცემლები!“- ამ სიტყვებით გამოხატა წლების წინ საქართველოს საპატრიარქომ მართლმადიდებლური ეკლესიის დამოკიდებულება ჰელოუინის დღესასწაულის აღნიშვნასთან დაკავშირებით.

საქართველოში სულ უფრო მასშტაბური ხდება ჰელოუნის დღესასწაულის აღნიშნვა. უნდა ითქვას, რომ ამ ზეიმში მონაწილე ქართველი ახალგაზრდების უმრავლესობას წარმოდგენაც კი არ აქვს, რისი თანაზიარი ხდება. საკუთარი ტრადიციების დავიწყება და მისი ჩანაცვლება უცხოეთიდან შემოსული მოდური დღესასწაულებით ვერაფერი საკადრისი საქციელია ორიათასწლოვანი ქრისტიანული კულტურის მქონე ერისთვის.. ჰელოუინში მონაწილეობა სხვა არაფერია, თუ არა წარმათობაში დაბრუნება და კერპთაყვანისმცემლობის აღიარება. მიუხედავად იმისა, რომ ეს ზეიმი აშშში უკვე თითქმის საუკუნეა აღინიშნება და ძალიან პოპულარულია, იგი არ არის ოფიციალური და აშშის სახელმწიფო მოხელეებმა მისი სკოლებში აღნიშნვა აკრძალეს. ჰელოუინის აღნიშნვაში სოციოლოგები მეტად საშიშ მოვლენას ხედავენ. მათი აზრით მსგავსი დღესასწაულები მოწმობს კულტურის კრიზისზე, როდესაც ადამიანები კეთილსა და ბოროტს ერთმანეთისგან ვეღარ არჩევენ”- ვკითხულობთ საპატრიარქოს 2009 წელს გამოქვეყნებულ ოფიციალურ განცხადებაში.

ჰელოუინის დღესასწაული სათავეს  ძველი კელტების ტრადიციებიდან იღებს. 31 ოქტომბერს ისინი ახალ წელს აღნიშნავდნენ და მიაჩნდათ, რომ 1 ნოემბერს იწყებოდა ჟამი სიცივისა, წყვდიადისა და სიკვდილისა. ძველ კელტებს სწამდათ სიცოცხლის სიკვდილისაგან წარმოშობისა და ეს დღესასწულიც გარდაცვლილთა სულების „დაშინებას“ და „განდევნას“ ისახავს მიზნად. ეს დღე კელტური ახალი წელიც იყო. ბრიტანეთსა და ირლანდიაში ძველი წლის დასრულების ნიშნად კერაზე ცეცხლს აქრობდნენ. ანთებდნენ დიდ კოცონს და ახალი წელიც იმ წუთიდან იწყებოდა. ამ ფორმით  კელტები ბოროტ სულებს აფრთხობდნენ, რომლებიც ცოცხლებს აშინებდნენ.

„თბილისი თაიმსი“ სხვა რელიგიური დემონიაციების დამოკიდებულებითაც დაინტერესდა და მათგან საინტერესო შეხდეულებები მოისმინა.  სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს,  განათლებისა და ყურანის დოგმატიკის სამსახურის ხელმძღვანელი რეზო მიქელაძემ გვითხრა, რომ დიდი ყურადღების გამოჩენაა საჭირო საზოგადოებაში მსგავსი დღესასწულების დამკვიდრების დოს, რადგან ჰელოუნის დღესასწაული უამრავი ისეთი რიტუალს მოიცავს, რომელიც წინააღმდეგობაში მოდის რელიგიებთან.

14882294_1124361734327549_8753242115649590501_oრეზო მიქელაძე: „ყველა რელიგია და ყველა სისტემა უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს დღესასწაულებს. ჩვენმუსლიმებს ორი დღესასწაული გვაქვს: მარხვის დასრულების და მსხვერპლშეწირვის. თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ მუსლიმი არ ზეიმობს ისეთ დღესასწაულს, როგორიცაა 26 მაისის დღისადმი მიძღვნილი დღესასწაული და სხვ. რა თქმა უნდა, საერო დღესასწაულებს თავისი დატვირთვა და მნიშვნელობა გააჩნია. თუმცა, კონკრეტულად რაც შეეხება ჰელოუნის დღესასწაულს, მასში არის უამრავი ისეთი რიტუალი და სიმბოლო, რომელიც ყოვლად წინააღმდეგობაში მოდის რელიგიებთან. მაგალითად, ისლამი კატეგორიულად კრძალავს მკითხაობას, ჯადოქრობას, მისნობას, გრძნეულებას, სულის გამოძახებას და . რომლებიც თან ახლავს ამ დღესასწაულს. ამიტომ, უფრო მეტი ყურადღება და დაფიქრება გვმართებს ჩვენს საზოგადოებაში მსგავსი დღესასწაულების დამკვიდრების დროს

დღესასწაულის ელემენტები  ”ჩრდილოეთ ამერიკაში” ჩატანილი იქნა ირლანდიელი ემიგრანტების მიერ, XIX საუკუნეში. სხვა ქვეყნებში ეს დღესასწაული XX საუკუნეში გავრცელდა. ადრექრისტიანული ეკლესიის მამებმა კელტების ამ წარმართული ტრადიციის საპირისპიროდ, ამ დღეს ყოველთა წმინდანთა ხსენების დღესასწაულის აღნიშვნა დააწესეს. ეკლესია ცდილობდა წარმართული ტრადიციების აღმოფხვრას და  იმედი ჰქონდა, რომ ყოველთა წმინდანთა ხსენების დღე – All Hallows’ Even – თანდათანობით განდევნიდა წარმართულ დღესასწაულს, მაგრამ მოხდა პირიქით, იგი შეერწყა ამ დღეს, მოგვიანებით კი მის შინაარსს სრულიად განეშორა წმინდანთა ხსენება.   კელტური ახალი წლის დამდეგს დრიუდები (კელტი ქურუმები) აქრობდნენ ყოველგვარ ცეცხლს და ასე წყვდიადში ეგებებოდნენ “დღესასწაულს”. ამ ღამეს ისინი განადიდებდნენ და თაყვანს სცემდნენ სიკვდილისა და ბნელეთის წარმართ ღვთაებასსამჰეინს (Samhain). სწამდათ, თუკი ის მსხვერპლშეწირვით კმაყოფილი დარჩებოდა, გარდაცვლილთა სულებს “ნებას დართავდა” ამ დღეს თავიანთ სახლებში “ესტუმრათ”.

საქართველოს ევანგელურ ბაპტისტურკლესიას ეპისკოპოსმა რუსუდან გოცირიძემ „თბილისი თაიმსთან“ საუბრისას აღნიშნა, რომ ეს მოვლენა  არასოდეს ჩაუთვლია საეკლესიო მსჯელობის საგნად, რადგან მიაჩნია ვინც დღეს ჰელოუინს ზეიმობს არც წინარექრისტიანული რელიგიური რიტუალები აღელვებს და არც ყოველთა წმიდათა ხსენების დღე.

რუსუდან გოცირიძერუსუდან გოცირიძე: „ჰელოუინის დღესასწაული არის წარმართულ კელტურ ტრადიციაზე დაშენებული ქრისტიანული დღესასწაული, რომელსაც აღნიშნავენ ყოველთა წმიდათა ხსენების წინა ღამეს. წარმართული დღესასწაულებისგაქრისტიანებაძალიან ჩვეულებრივი მოვლენაა ქრისტიანულ კულტურაში. სხვა რომ არაფერი ვთქვათ, შობის დღესასწაულის თარიღი არის ამისი ყველაზე ნათელი მაგალითი. ჩვენს კულტურაშიც იყო მსგავსი დღესასწაულები. ჰელოუინსაც მერე კომერციამ დაასვა თავისი ხელი და ეხლა ვინც ჰელოუინს ზეიმობს არც წინარექრისტიანული რელიგიური რიტუალები აღელვებს და არც ყოველთა წმიდათა ხსენების დღე. ეს არის ერთი ჩვეულებრივი დღესასწაული, რომლის აღნიშვნა ძალიან ახალისებს ელა თაობის ადამიანს, განსაკუთრებულად  იმ ქვეყნებში, სადაც ამისი დიდი ხნის ტრადიციაა. ირთვება სახლები, ეზოები, ქუჩები, ხალხი იმოსება უცნაურაად…. ჩვენთან ჰელოუინი, ძირითადად, ახალგაზრდების დღეა. თანაც ისეთი ახალგაზრდებისა, რომლებსაც კოსწიუმების მომზადება და უცნაური იმიჯების მორგება ეხალისებათ. ვთვლი, რომ აჟიოტაჟი ამ დღესასწაულთან დაკავშირებით რელიგიური გაერთიანებების მხრიდან არის სრულიად გაუგებარი და გაუმართლებელი. ეკლესიას გაცილებით მეტ რამეზე აქვს საზრუნავი.“

Halloween-ის ძირითადი ატრიბუტია ჯეკის ფარანი, იგი გოგრისგანაა დამზადებული; აქვს ადამიანის თავის ფორმა, მასში ამოჭრილი თვალებითა და პირით, შიგნიდან განათებულია სანთლით. ეს სიმბოლო უკავშირდება უძველეს ირლანდიურ ლეგენდას ერთ მოხუც ფერმერ ჯეკზე, რომელიც აზარტული თამაშების მოყვარული და ალკოჰოლიკი იყო. ლეგენდის თანახმად მან ორჯერ გააბრიყვა ეშმაკი, სიკვდილის შემდეგ კი ვერ მოხვდა ვერც სამოთხეში (თავისი მანკიერი ცხოვრების წესის გამო) და ვეღარც ჯოჯოხეთში, რადგან ბოროტმა სულმა შეჰფიცა, რომ არ წაიყვანდა ჯოჯოხეთში. ამიტომ მისი სული სამყაროში დახეტიალობს გოგრის თავითა და მასში ბჟუტავი ნახშირით, რომელიც ჯეკმა გზის გასანათებლად ჯოჯოხეთიდან მოიპარა. სწორედ ამ ლეგენდის გამოა ჰელოუინის ძირითადი ატრიბუტიკის შეფერილობა ნარინჯისფერი და შავი.

14826289_1124359040994485_1064858070_nსაქართველოს კათოლიკური ეკლესიის კანცელარიის გამგე  მამა აკაკი ჭელიძე: „ეს არის კელტური წარმოშობის ხალხური დღეობა საიქიოს თემაზე, რომელსაც ეკლესიაში შეესატყვისება ყველაწმიდას დღესასწაულის (1 ნოემბერს) მეორე დღეს დაწესებული ყველა მორწმუნე მიცვალებულთათვის ლოცვის დღე. ჩემი აზრით, იმ ფორმით, როგორითაც ვხედავთ ჰელოუინს, სრულებით დაცლილია მიცვალებულთათვის ლოცვის ქრისტიანული მნიშვნელობიდან და ასევე დაკარგული აქვს ის საწყისი მნიშვნელობა, რასაც კელტური კულტურის ხალხი დებდა მასში თავდაპირველად;  ამ დღეობას შეძენილი აქვს ერთგვარი საკარნავალო იერი და, თუ მე მკითხავთ, ის ვერც ცოცხლებს და ვერც მკვდრებს დიდად ვერ გამოადგება. მიუხედავად ამისა, მიმაჩნია, რომ მისი დემონიზება და ცალსახა აკრძალვები არაფრის მომტანია, მეტიც, ზედმეტ ყურადღებასა და არაჯანსაღ დამოკიდებულებას შექმნის ხალხში. მიმაჩნია,  საჭიროა გააზრებაში, გაანალიზებაში დაეხმარო ადამიანს და შემდეგ  თავისუფალი არჩევანის შესაძლებლობა მისცე.“ -აღნიშნა მამა აკაკი ჭელიძე

ჰელოუინის მნიშვნელოვანი ნაწილი არის ასევე გართობა” – Trick-on-Treat, რომელიც წარმოადგენს სამჰეინის დემონებისადმი ძღვნის მირთმევის რიტუალიზირებულ აქტს. კელტებს მიაჩნდათ, რომ ამ დღეს გარდაცვლილთა სულები წყვდიადის სამყაროდან ცოცხალთა სამყაროს ეწვევიან და ამიტომ ისინი დაუცხრომელ შიმშილს განიცდიან და დემონებისათვის დიდ სუფრას აწყობდნენ; მათი რწმენის თანახმად, თუკი სულებს არდააპურებდნენსამჰეინის რისხვა და წყევლაკრულვა დაატყდებოდათ თავს.

ამ დღეს კოსტუმებში გამოწყობილი ბავშვები კარდაკარ დადიან და მოსახლეობისგან ტკბილეულს აგროვებენ. ვისაც შეხვდებიან, შესძახებენ: “trick-or-treating” – ოინი ან გამასპინძლება! ვინც უარს ამბობს ნუგბარის გაცემაზე, მას რამე უსიამოვნო ოინს უწყობენ.

სოფიკო ნინიკაშვილი

სოფიკო ნინიკაშვილი

 

 

 

 

 

 

 

 

 

(Visited 225 times, 1 visits today)

კომენტარები

პასუხის გაცემა

ან

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

*