ganaTlebaგანათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განცხადებით, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის ახალი სტანდარტებისა და პროცედურების შესაბამისად, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭო განახლებული შემადგენლობით იწყებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საავტორიზაციო განაცხადების განხილვას.

როგორც ”თბილისი თაიმსს” სამინისტროდან აცნობეს, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს წევრებთან შეხვედრაზე სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა, თამარ სანიკიძემ საბჭოს წევრებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის ახალი სტანდარტები და პროცედურების პროექტები გააცნო, რომელთა განხილვაც იგეგმება, როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით.

სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის ახალი სტანდარტების პროექტის შემუშავება უმაღლესი განათლების ევროპული სივრცის ხარისხის უზრუნველყოფის სტანდარტებისა და სახელმძღვანელო პრინციპების (ESG) მოთხოვნების, საერთაშორისო პრაქტიკისა და საერთაშორისო ექსპერტთა რეკომენდაციების გათვალისწინებით განხორციელდა.

”ავტორიზაციის განახლებული სტანდარტები და პროცედურები ხელს შეუწყობენ უმაღლესი განათლების ხარისხის განვითარებას, შედეგების შეფასებაზე ორიენტირებული ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის ჩამოყალიბებას, საერთაშორისო დონეზე საქართველოში მოქმედი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ მინიჭებული კვალიფიკაციების აღიარებასა და სანდოობას, აგრეთვე, საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების შეთანხმების პირობების შესრულებასა და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის გაწევრიანებას ევროპის ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოების ასოციაციაში”, – აცხადებენ სამინისტროში.

(Visited 46 times, 1 visits today)

კომენტარები

პასუხის გაცემა

ან

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

*